“ორი პრეზიდენტი მოიყვანეს ქვეყნის სათავეში და ორივე მათი დაუძინებელი მტერია“ – განაცხადა ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ “ტვ პირველის„ ეთერში და აღნიშნა, რომ ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს წერა-კითხვა თუ შეუძლია, შეუძლებელია “ოცნების“ მხარდამჭერი იყოს.
”ორი პრეზიდენტი მოიყვანეს ქვეყნის სათავეში და ორივე მათი დაუძინებელი მტერია. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ ადამიანს წერა-კითხვა თუ შეუძლია, შეუძლებელია “ოცნების“ მხარდამჭერი იყოს. ძალიან სასაცილოა, ამუნათებენ ზურაბიშვილს, ჩვენი მოყვნილი, რატომ არაა ჩვენი მომხრეო, მეორეს მხრივ დედ-მამის სულს აგინებენ“,- განაცხადა ბაქრაძემ.
კოალიცია “ძლიერ საქართველოს“ ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უერთდება? – კოალიციის ერთ-ერთი ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სხვა ლიდერებთან ერთად, გიორგი მარგველაშვილიცაა აღბეჭდილი.