პუტინისა და ალინა კაბაევას საიდუმლო შვილები

რუსი დიქტატორის გადამალული შვილები. ნავალნის ჯგუფისა და დოსიეს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ცნობილი ხდება, რომ ვლადიმერ პუტინი 2 ვაჟის არსებობას არ ასაჯაროვებს და მათ ადგილსამყოფელს ასაიდუმლოებს.

საგამოძიებო ჯგუფების წევრებმა მოიპოვეს შვეიცარიისა და მოსკოვის კლინიკების დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ცნობილმა ტანმოვარჯიშემ, ალინა კაბაევამ პუტინისგან ორი შვილი ივანი და ვლადიმერი გააჩინა. სავარაუდოდ, ბავშვები დედასთან ერთად სრულიად იზოლირებულ გარემოში ვალდაის საპრეზიდენტო რეზიდენციაში იმყოფებიან და ტერიტორიას არასოდეს ტოვებენ.

ერთ-ერთი მტკიცებულება, რომ ალინა კაბაევა ვალდაიში ცხოვრობს, მისი და მისი გარემოცვის მატარებლის ბილეთებია – 5-მდე ქალი, რომელიც თითქმის ყველა ღონისძიებაზე კაბაევასთან ერთადაა, რეზიდენციას ერთი თვის განმავლობაში თითქმის 25-ჯერ სტუმრობს.. ვალდაიშივეა მატარებლის სპეციალური, საიდუმლო გაჩერება, სადაც კაბაევას სტუმრები ჩამოდიან და სასახლისკენ მიდიან. მეტიც, ვალდაის სასახლის სტუმრები სპეციალური მატარებლის დაჯავშნული ვაგონებით სარგებლობენ. ვაგონების რადიო გადამცემი დამატებითი უსაფრთხოებისთვის სახურავზე აქვთ განლაგებული. თავად პუტინი კი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ თითქმის არასდროს საუბრობს.

2022 წელს, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კაბაევას, რომელიც „ნაციონალურ მედიაჯგუფს“ ხელმძღვანელობს, ასევე მისი ბებიას, ანა ზაცეპილინას. პუტინს პირველი ქორწინებიდან ორი ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ეს არიან მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა. თავად პუტინს საჯაროდ არ უღიარებია, მაგრამ პირდაპირ არც უარუყვია, რომ ისინი მისი ქალიშვილები იყვნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share