ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს – ჯაფარიძე

გააფერადეთ ხუთიანი – ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს, რამდენიმე საათში გელოდებით ყველას საქართველოში მოსკოვის დასამარცხებლად!”,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ ქუთაისში გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, “ერთადერთი წინაღობა დღეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის “ქართულ ოცნებად” წოდებული რუსული კოშმარი.“

”მივესალმები ევროპულ ქუთაისს, მიხარია, რომ წვიმის მიუხედავად, აქ ვართ, ერთად ვართ. მოგესალმებით ბაგრატის ტაძრის ეზოდან, ტაძრის, რომელიც არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. მოგესალმებით ძირძველი კოლხეთის მიწიდან და სწორედ ამ ადგილიდან კიდევ ერთხელ ვიტყვი და ვიტყვით:ჩვენ არასდროს მოვუხდით ბოდიშს ოკუპანტებს! ჩვენ წინ აღვუდგებით ივანიშვილის მცდელობას, დაქუცმაცებული მიართვას საქართველო რუსეთს, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს, გავაერთიანებთ ოჯახებს ევროპის კავშირში გაწევრიანებით.

ჩვენ ამას შევძლებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საქმის კეთების გამოცდილება. 5 ნომერს აქვს საქართველოში აღმშენებლობის გამოცდილება. შეგახსენებთ, რა იყო საქართველო 2004 წლამდე: საქართველო იყო მოხსენიებული სახელმძღვანელოებში, როგორც შეუმდგარი, დისფუნქციური სახელმწიფო, ორ წელიწადში კი, იმავე სახელმძღვანელოებში, საქართველო იყო მოხსენიებული, როგორც ლიდერი რეფორმატორი სახელმწიფო. ხუთმა ნომერმა შეძლო საქართველოში კრიმინალის დამარცხება, ხუთმა ნომერმა დაამარცხა კორუფცია მთელ ქვეყანაში და განათლების სისტემაში, სწორედ ხუთმა ნომერმა დაიწყო ის რეფორმები საქართველოში, რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფო! დიახ, ჩვენ ავაშენეთ იუსტიციის სახლები, ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირთან ასოცირების მოლაპარაკებები, ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები, ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას და ერთადერთი წინაღობა დღეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არის “ქართულ ოცნებად” წოდებული რუსული კოშმარი.

დიახ, ჩვენ, ხუთი ნომერი შევძლებთ, რომ დავასრულოთ საქართველოში ის პროცესი, რომელიც დავიწყე ვარდების რევოლუციის შემდეგ, გააფერადეთ ხუთიანი – ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც დააბრუნებს საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელიც გაამთლიანებს დაყოფილ ოჯახებს საქართველოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტების დაბრუნებით, რამდენიმე საათში გელოდებით ყველას ივანიშვილის მოსაშორებლად, საქართველოში მოსკოვის დასამარცხებლად!“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ ქუთაისში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share