როგორ ხვდება სახელისუფლება პარტია საპარლამენტო არჩევნებს ოზურგეთში
გუშინ დილით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოზურგეთის ერთერთი ზონდერ დაჯგუფების ლიდერი, გუგა ცინცაძე „ქართული ოცნების“ შტაბიდან გააგდეს, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სახელისუფლებო პარტიაში ხელმძღვანელებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება და ის არათუ შენელდა, არამედ პიკს აღწევს.
ცნობილია, რომ „ცინცაძე როყვას“ ზონდერ დაჯგუფება ძმებ ჭანუყვაძეების (ერთი ძმა გურიის სამაშველო დეპარტამენტის თავმჯდომარეა, ყოფილი გბერნატორი, ხოლო მეორე, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მოქმედი, პირველი მოადგილე) „საკუთრებაშია“ და მას ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს.
ეს დაჯგუფება დაპირისპირებულია ე.წ. „ბალავინოვის ჯგუფთან“ – რომელიც ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს და მის ძმას, პარლამენტის ვიცე სპიკერ არჩილ თალაკვაძეს ექვემდებარება.
ცინცაძეს“ოცნებაში“ საყვედურების მოსმენა მოუწია ხელმძღვანელებისაგან გუშინ წინ, გვიან ღამით, „ნაციონალებზე“ მომხდარი თავდასხმის გამო.
როგორც ირკვევა, მაშინ როცა პარტიის ადგილობრივი ლიდერშიპი თბილისში, სახელისუფლებო აქციაზე იმყოფებოდა მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით, ცინცაძე – როყვას „ზონდერთა“ თავდასხმა ოპოზიციის არასრულწოვან მხარდამჭერებზე, საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო, პარტიიდან „არასანქცირებული“ იყო, და ამ უკანასკნელთა თვითშემოქმედება გახლდათ.
„ოცნებაში“ ამბობენ. რომ ასეთი გამოხტომები უარყოფითად ისახება პარტიის რეიტინგზე და კიდევ უფრო ამძიმებს, ისედაც მძიმე ვითარებას რეიტინგული თვალსაზრისით.
ამასობაში კულმინაციას აღწევს თალაკვაძეებსა და ჭანუყვაძეებს შორის დაპირისპირება, რომელიც გასულ წელს, წყლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოცხადებულ 50 მილიონიან სატენდერო განაცხადს მოყვა, მაშინ თალაკვაძის გარემოცვამ, სამაშველო დეპარტამენტის დირექტორი სასტიკად სცემა.
„ოცნებას“ ოზურგეთში საარჩევნო შტაბების რაოდენობა გაზრდილი იმიტომ კი არა აქვს, რომ მომხრეები მოემატა, არა პირიქით, მომხრეებმა საგრძნობლად იკლო, უბრალოდ, ადგილზე ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ერთ ოთახში ერთმანეთთან უბრალოდ არ დაჯდებიან“ გვეუბნება ჩვენი წყარო „ოცნებაში.
მისივე თქმით, სწორედ ამან განაპირობა, პარტიის დელეგატის, ვასილ ჩიგოგიძის გაქცევა ოზურგეთიდან, რომელსაც „ოცნებაში“ რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს მისი ამ კონფლიქტის დარეგულირების უუნარობის მომიზეზებით.
ამასობაში არჩილ თალაკვაძე, რომელიც, იმავე წყაროს ცნობით, პარტიიდან თვით ბიძინა ივანიშვილმა გააგდო და სიიდანაც ამიტომ ამოიღეს, ცდილობს მაქსიმალურად გადაარჩინოს მისი ძმა სერიოზულ სასჯელს, რომელიც მას „ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში ემუქრება არსებული კორუფციული გარიგებებისა და კიდევ უფრო მეტად მოშლილი და არა კოორდინირებული სახელმწიფო სამსახურების გამო.
გადარჩენის ერთადერთ გზად, თალაკვაძეს, წყაროს ცნობით, არჩევნების გაყალბება ესახება.
„ სახლში ვიყავი როცა სატელეფონო ზარი გაისმა, ვუპასუხე და გავოცდი… არჩილ თალაკვაძე რეკავდა, მომიკითხა, ოჯახში როგორ ხარო.. გავოცდი იმიტომ, რომ როცა ვმუშაობდი და პრობლემები შემიქმნეს, წლების განმავლობაში მასთან დაკავშირებას ვცდილობდი და ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. მოკლედ არჩევნებში დახმარება უნდოდა და შეხვედრას მთხოვდა.. შემდეგ გავიგე ასე ასეულობით ადამიანთან თვითონ რეკავს, ტაქსის მძღოლებთან, პარიკმახერებთან. სპორტსმენებთან, პედაგოგებთან… ხმის მიცემას ითხოვს. რა თქმა უნდა შევხვდი, სოფელში პატარა მეურნეობა მაქვს და ვიფიქრე პრობლემა არ შემიქმნას მეთქი,, მე მესაქონლეობას მივსდევ… ისე შემხვდა ვითომ ჩემზე უკეთესი ცხოვრებაში არ დაენახოს…“ გვიყვება ერთ ერთი ყოფილი პოლიციელი, რომელიც სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავს იკავებს.