გოჩა შარაშენიძე – სოფელ ბახვში ჩატარებული არჩევნების ქოცური სქემა

ბოლო საარჩევნო წელს ათეულობით ოჯახს დაურიგეს სახლის სახურავები,დაასაქმეს სოფელში ათეულობით ადამიანი – ზოგიერთი მათგანი არ არსებული, უფინქციო შენობის მომვლელად დანიშნეს, ზოგი მათგანი კი სასაფლაოების მომვლელად და ა.შ.
ამ ხალხს ორას და სამას ლარიანი ხელფასების გამო იყენებდნენ ყველგან და ყველაფერში.
არჩევნების ბოლო თვეს, ჩამოუარეს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და დაემუქრნენ, თუ მთელი ოჯახი ხმას არ მისცემდა ქართულ ოცნებას დახმარებას მოუხსნიდნენ.
დაიბარეს სახურავ დარიგებული და “დასაქმებული” ხალხი და დაემუქრნენ, რომ მათმა ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა შემოხაზონ 41.
მითითება მიეცათ სკოლებისა და ბაღის თანამშრომლებს, რომ მათ და მათ ოჯახის წევრებს რამე არ შეშლოდათ.
ამ ხალხმა კარგად იცოდა თავიანთი ას პროცენტიანი მხარდამჭერები, ამიტომ დასხდნენ და ჩამოთვლილ ხალხთან ერთად დაითვალეს ხმები და…
ამის შემდეგ დაიწყო რეკვები, ნახვები, დაშინებები, რომ მათ შვილებს და მომავალს შეექმნებოდათ პრობლემები.
ადამიანებს, რომლებიც მათ მხარს არ უჭერდნენ ეუბნებოდნენ, რომ იცოდნენ ვინ ვის მისცემდა ხმას და რომ მანქანები კომპიუტერზე იქნებოდა შეერთებული და კიდევ ათას სისულელეს.
ბოლოს მიიღეს ბრძანება, რომ ადამიანები რომლებიც არ შეშინდნენ მოესყიდათ. არჩევნების ბოლო ღამეს მანქანებით გადაკეტილი ჰქონდათ “შუკები” და დაძრწოდნენ ხმების საყიდლად რამდენიმე მათი გარეწარი.
არჩევნების დღეს გზაჯვარედინებზე დაყენებული ჰყავდათ თავიანთი კოორდინატორები, რომლებიც აშინებდნენ და აბულინგებდნენ ხალხს. უბნის შემოსასვლელ ჭიშკართან დაყენებული ჰყავდათ მარშუტკის ტიპის მანქანა, რომელშიც კოორდინატირებს ფურცლები ეჭირათ ხელში სადაც მათი გადაბირებული ხალხის სიები ეწერა. ჭიშკართან სავსე იყო მათი კოორდინატირები, მხარდამჭერები დიდი თუ პატარა, იყო შემთხვევა, როცა ჩვენი დამკვირვებელი გაიყვანა ერთმა ქოცმა ქალბატონმა და უყვიროდა, რომ ნუ ბლატაობა, რადგან მათ მთელი სოფელი ნაყიდი ჰყავდათ.
აი ეს არის მაგათი დემოკრატიული არჩევნები, ვაი უბედურო საქართველო
გოჩა შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის ყოფილი გამგებელი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share