გურო იმნაძე: ერთ დამოუკიდებელ მოსამართლესაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია

ერთ დამოუკიდებელ მოსამართლესაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია – ასე აფასებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურო იმნაძე თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, გადაწყვეტილება გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგორც სამართლებრივად, ისე სოციალურადაც:

”რეალურად შეფასდა თუ რა მნიშვნელობა აქვს ხმის ფარულობას და სასამართლომ ცალსახად გაიზიარა ყველა ობიექტური, ნეიტრალური პირის მოსაზრება, რომ არჩევნების ფუნდამენტური პრინციპი იყო ფარულობა, რაც არის დარღვეული. ამ პროცესის განმავლობაში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელმაც დაადგინა სასამართლო მტკიცებულება, რომელიც დღეს უკვე არსებობს, რომ ბიულეტენები და მარკერები, რომელიც იყო გამოყენებული ვერ უზრუნველყოფა ხმის მიცემის ფარულობას.  მოსამართლე თავადვე დარწმუნდა, რომ არ იყო ხმის მიცემის ფარულობა უზრუნველყოფილი. ეს  არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ერთ დამოუკიდებელ მოსამართლესაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია”,- ამბობს გურო იმნაძე.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share