დღეს, 11:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 11:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართება – მოქალაქეები, ოპოზიციონერი ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, საარჩევნო დავების განხილვების პარალელურად, “ქართული ოცნების” მიერ გაყალებებულ არჩევნებს გააპროტესტებენ.

სააპელაციოში საარჩევნო დავების განხილვა, რომელიც 4 ნოემბერს უნდა ყოფილიყო, 5 ნოემბრისთვის გადაიდო:

“სასამართლო პროცესი გადაიდო ხვალისთვის. ხვალ 12:00 საათზე არის პირველი პროცესი, მეორე პროცესი არის 14:00 საათზე. ხვალ 11:00 საათზე გთხოვთ ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, ფაქტობრივად დახურეს სასამართლო, შიგნით როგორც ჩანს პროცესი არ არის, პროცესი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო ხვალისთვის.

წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალებს, წინააღმდეგობრივი მსვლელობები იქნება ყველგან…” – განაცხადა სააპელაციოსთან 4 ნოემბერს მიმდინარე აქციაზე “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ აქცია პროევროპული გაერთიანებების – “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ძლიერი საქართველოსა” და “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით ჩატარდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share