ჩვენ მეგობრები ვართ და არა მტრები – როთი “ოცნებას”

ჩვენ მეგობრები ვართ და არა მტრები – ასე მიმართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა “ოცნების” ხელუისუფლებას.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, როთმა “პირველებთან” ინტერვიუში განაცხადა, ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ საქართველოს მომავალი თაობა ააშენებს ქვეყნის მნათელ მომავალს.

მჯერა, რომ თავისუფლება და დემოკრატია გაიმარჯვებს – განაცხადა როთმა.

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციონერი ლიდიერები დააფასებენ, რომ ამდენი ახალგაზრდა იღებს პასუხისმგებლობას მათ მომავალზე. თქვენ ვერ ააშენებთ ნათელ მომავალს ახალგაზრდების გარეშე. ყველამ უნდა მოუსმინოს ახალგაზრდების საჭიროებებსა და მოლოდინებს. მე ოპტიმისტი ვარ, საბოლოოდ მჯერა, რომ თავისუფლება და დემოკრატია გაიმარჯვებს. არ მჯერა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას რუსული სტილის ცხოვრება უნდა , მათ ევროპული ცხოვრება და ცხოვრების წესი უნდათ. იმედი, მაქვს, რომ მთავრობა და მმართველი ძალა გაიგებს, რომ ჩვენ მტრები არ ვართ. სიტყვის თავისუფლება არის ცოცხალი დემოკრატიის უმნიშნელოვანესი გასაღებია და ჩვენ მეგობრები ვართ და არა მტრები”, – განაცხადა როთმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share