უწყვეტი პროტესტი თსუ-სთან – აქციის მონაწილეებმა ღამე ჭავჭავაძის გამზირზე გაათენეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ უწყვეტი საპროტესტო აქცია გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტებმა, მოქალაქეებმა და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების წარმომადენლებმა ღამე ჭავჭავაძის გამზირზე გაათენეს.

 

გზის სავალ ნაწილზე ამ დრომდე ათობით კარავია განთავსებული – ცნობილია, რომ ამ სახით პროტესტი საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. შემდგომი სამომავლო გეგმა კი, როგორც ოპოზიციის წევრები ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება.

 

“ძალა ერთობაშია! საღამოს 8 საათამდე აქ ვართ!”, – მიმართა აქციის მონაწილეებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლებმა, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით ვაკის პარკიდან რუსთაველის გამზირამდე მიდიოდნენ, მოულოდნელად დანიშნულების ადგილი შეცვალეს, თსუ-ს პირველ კორპუსთან შეჩერდნენ და დაუმორჩილებლობის პროტესტის დაწყების შესახებ განაცხადეს:

“მორჩა სეირნობა და სიარული… ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით! 24 საათი, ეს აქცია იდგება აქ!” | ნიკა გვარამია თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდანმოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share