თბილისში ამ დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას – იქ მყოფი გურულების ყურადღება, მრავალ ცნობილ სახესთან ერთად ცნობილმა პოეტმა და მტარგმნელმა, კოტე ყუბანეიშვილმა მიიქცია, ოზურგეთელებთან საუბრისას ბატონმა კოტემ ბევრი ჩვენი კოლორიტი თანაქალაქელი გაიხსენა, რომლებთანაც ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
საუბრის ბოლოს კი პოეტმა გურულებს იმ ლექსების ხელნაწერები გადმოგვცა, რომელიც მან უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პიკეტირებისას გამართულ ბოლო მიტინგზე წაიკითხა, საიდანაც გთავაზობთ რამდენიმეს:
“სამმაგი აზრი ეძლევათ სიტყვებს
სამი დევგმირი ნიშნავს თქმულებას.
სამი წერტილი განსაზღვრავს სიბრტყეს
სამი ასო კი მიმართულებას.”
“არჩევნებია გაყალბებული
დროა მთავრობა სახლში გავუშვათ
რადგან ყველანი ვართ ვალდებულნი
ოლიგარქია აღარ დავუშვათ”
“სიბოროტესთან ბრძოლის მოდელი
არის თავდასხმა მოულოდნელი.
ეგონოთ ძალა გამოგველია
და ურტყამ სადაც არ მოგელიან”
“უმოქმედობა ცხოვრებას არღვევს,
და შესაბამის ასაკთან ქცევით
მოვლენებისას მოვყვები ტალღებს
დაუსრულებლად ზევით და ქვევით.
და არ თავდება არასდროს რბოლა.
გამოსატანად აზრების სწორის
რადგან ყოველთვის გრძელდება ბრძოლა
სიბოროტეს და სიკეთეს შორის.”
“რომ არ მოგვპაროს ხვალ ვინმემ კვლავ ხმა
დროა საერთო გამოცოცხლების
გამოუტანა ვერდიქტი ხალხმა
ამ მოღალატე რაყს გუნდს ოცნების”