სტუდენტური პროტესტი გრძელდება- ცოტა ხნის წინ საპროტესტო ბანერი გადმოფინეს საქართველოს უნივერსიტეტის შენობის ფანჯრიდან.
“არჩევნები გაყალბდა“- წერია ბანერზე.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და პარლამენტს არალეგიტიმურად ცნობენ.
ჩვენ, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ვაცხადებთ რომ 26 ოქტომბერს ჩვენ მოგვპარეს მომავალი, წაგვართვეს ხმა. ამიტომაც არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგენს და პარლამენტს არალეგიტიმურად ვცნობთ. ასევე ვგმობთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ ძალადობრივად დარბეულ მშვიდობიან აქციას და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაკავებულს, რომლებიც ამ მომენტშიც პატიმრობაში იმყოფებიან. ჯერ არაფერი არ დასრულებულა, მალე მთავარი, გადამწყვეტი ბრძოლა გველის. წინ 25 ნოემბერია – დღე, როდესაც უნდა ჩატარდეს დე ფაქტო პარლამენტის პირველი სხდომა. ჩვენ არ დავნებდებით, არ გავჩერდებით და მუდამ ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისთვის ყველაფრის ფასად- სხვა მიწა, დროშა და ჰიმნი უბრალოდ არგაგვაჩნია! საქართველო არასდროს იყიდებოდა და არც მომავალში არ გაიყიდება! საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ბრძოლას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ“, – აცხადებენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები.