ქართული ოცნების პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა. ის მე-11 მოწვევის პარლამენტის უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ გახსნა.
სხდომას ოცნების 89-ვე დეპუტატი ესწრება, მათ შორის სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.
შესვენების გამოცხადებამდე კახაძე ბიძინა ივანიშვილთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და ჩაეხუტა.
სასესიოს დარბაზში მხოლოდ პარტია “ქართული ოცნების“ სიით არჩეული წევრები იმყოფებიან, სხდომას ესწრება სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი.
სხდომაზე მიწვეული არიან სასულიერო პირები. პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს პრეზიდენტი და ოპოზიცია. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელები არ იმყოფებიან.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო.