ოზურგეთის ციხე

ოზურგეთის ციხე
.
ქველი ჩხატარაიშვილი ოზურგეთის ციხესთან დაკავშირებით წერს – „ოზურგეთის ციხე მთავრის საკუთრება იყო. ისტორიულ წყაროებში მისი აგების დრო არ ჩანს, მაგრამ რადგანაც ოზურგეთი გურიის სამთავროს დედაქალაქი იყო, ცხადია იგი თავიდანვე გამაგრებული იქნებოდა.
.
XVII შუაწლებში ოზურგეთში ყოფილა მთავრის „ციხედარბაზი“, იმდენად კარგად გამაგრებული, რომ მისი აღება მხოლოდ ორდღიანი ბრძოლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ციხე ნაჩვენებია ალექსანდრე მეფისა და ვახუშტი ბატონიშვილის რუქებზე. XIX საუკუნის I მეოთხედში მამია V-მ დაიწყო სასახლის და გალავნის აგება ოზურგეთში (როგორც ჩანს მაშინ ქალაქის გალავანი დანგრეული იყო) მაგრამ მხოლოდ ნაწილი ააგო.“
.
ვახუშტი ბატონიშვილი ოზურგეთის ციხედარბაზე მიუთითებს – „შემოქმედს ქვევით არს ოზურგეთი, სასახლე დიდშენი, კეთილპალატოვანი გურიელისა“.
.
იტალიელი მისიონერები პატრი ქრისტეფორე კასტელი და პატრი ანტონ ჯარდინა და ძმა ქლაუდიო 1633-34 წელს ოზურგეთში მალაქია გურიელის მთავრად ყოფნის დროს ჩამოვიდნენ. კასტელის ალბომში არსებული ნახატები ასახავს იმ დროინდელი გურიიის ყოფას. კასტელის ალბობში არის ოზურგეთის ხედი, სადაც ჩანს გურიელების ციხედარბაზი.
.
– ქველი ჩხატარაიშვილი – გურიის სამთავრო 1959 წელი
– ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა 1941 წელი
– 1634 წელი გურიელების ციხედარბაზი ოზურგეთში. სილუეტი, შესრულებულია კასტელის ალბომში არსებული ნახატის მიხედვით.
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება რუკა
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share