#ნინისგამო – „ქალთა მოძრაობამ“ 100-დღიანი კამპანია დაიწყო

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში 14 წლის გოგოს საქმეზე, ქალთა ორგანიზაციამ წამოიწყო 100-დღიანი კამპანია, რომელსაც #ნინისგამო ერქმევა.

 

ორგანიზაციის განცხადებით, მათ კონკრეტული მიზნები და მოთხოვნები აქვთ.

 

  • შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი. „საქართველოში თუ არ დაგალურჯეს და არ გცემეს, მაშინ არ ითვლები გაუპატიურებულად, ეს უნდა შეიცვალოს”, – ამბობს ქალთა მოძრობის ერთ-ერთი ლიდერი ბაია პატარაია.

 

  • შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს.

 

  • ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა.

 

  • დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share