ოზურგეთში კრიტიკულად განწყობილი პედაგოგები მათი მისამართით მიმდინარე ტერორზე ალაპარაკდნენ

“დილით, როცა სკოლაში მივდიოდი, სახლიდან გამოსვლისას შევმჩნიე, რომ ჩემი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის ფანჯარაზე მინა ჩამსხვრეული იყო, გამიკვირდა და ახლოს რომ მივედი რაღაცეები ეყარა, შევშინდი და მეზობელს დავუძახე, მეზობელმა მითხრა კალაშნიკოვის მარკის ავტომატური იარაღის გამოყენებული მასრებიაო, სახლში მარტო ვცხოვრობ, იარაღთან საქმე არასდროს არ ქონია ჩემი ოჯახის წევრებს, მითუმეტეს ავტომატურთან. პოლიციაში არ დავრეკე, რადგან აზრი არ ქონდა, დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცა ჩემს დაშინებას ცდილობს და მომხდარს საპროტესტო აქციებზე ჩემს აქტივობას ვუკავშირებ”

გვიყვება 50 წლის ქალბატონი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ ერთ სოფელში ცხოვრობს და ამავე სოფლის სკოლის პედაგოგია.

ის სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავს იკავებს, რადგან ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში მასზე ზეწოლა და მუქარა უფრო გაძლიერდება.

დაახლოებით მსგავსი ტიპის შეტყობინება “გურიის მოამბემ” რამდენიმე ადგილობრივი პედაგოგისაგან, ამ დღეებში, მიიღო.

პედაგოგები, რომლებიც ატიურად მონაწილეობენ ოზურგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებში, აცხადებენ, რომ სკოლის მასწავლებლების აქტივობა ხელისუფლებას ძალიან აშინებს და დარწმუნებულები არიან, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას, და  მსგავს ინცინდენტებს მათ შიშს მიაწერენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share