თბილისის მერია და შპს თბილსერვის ჯგუფი წლებია ახალი წლის აღსანიშნავად ტენდერების ნაცვლად გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რიგაში საშობაო და საახალწლო ღონისძიებების ჩატარება დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები ჯდება, ვიდრე თბილისში.
“ლატვიაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით 3-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში“, – წერს ფლანგვის დეტექტორი.
2024 წელს თბილისის მერია ელ.ტენდერისა და გამარტივებული შესყიდვის გზით ახალი წლისთვის ჯამში დაახლოებით 10 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.
თბილისში საახალწლო ნაძვის ხე 16 დეკემბერს აინთო, საახალწლო ღონისძიებები კი 15 იანვრამდე გაგრძელდება.
საინტერესოა, რომ რიგაში საშობაო და საახალწლო ღონისძიებების ჩატარება დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები ჯდება, ვიდრე თბილისში.
ლატვიაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით 3-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში“, – წერს ფლანგვის დეტექტორი.