ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში, გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ძმა, სულიკო ცეცხლაძე, უარყოფს, რომ ბაბუა და ბიძები მის დაზე ძალადობდნენ.
„დედასა და ბაბუას კონფლიქტის მიზეზი იყო დედის მიერ ჩემზე და დებზე განხორციელებული ძალადობა. ბავშვობაში დედა ჩვენზე ძალადობდა. თავზე რაც იარები მაქვს, დედის მიყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ. ნინის ფაქტის შემდეგ არ უძალადია გოგოზე არც ბაბუას და არც ბიძებს“, – განუცხადა გარდაცვლილი გოგოს ძმამ ჟურნალისტებს.
გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბიძა ტარიელ ცეცხლაძე გამოძიებამ გამოკითხა. ის მედიასთან აცხადებს, რომ გამოძიებას ყველა ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ნინიმ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება და მასზე გაბრაზებული იყო. გოგო არ უცემია, შესძულდა და არ ელაპარაკებოდა.გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა, მერი რომანაძე აცხადებს, რომ ბაბუა და ბაბუის ძმისშვილები ნინიზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდნენ. ამის შესახებ გოგომ დედას გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრეც უამბო.
ცნობისთვის, გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 10 თებერვალს გავრცელდა. ამის შემდეგ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე დღეს მოზარდის ბაბუა დააკავეს.