გურიის მოამბე

ცნობები “ოცნების” დეპუტატების მიერ გახარიაზე თავდასხმის შესახებ შოკისმომგვრელია – ჰიპერი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ანგარიშსწორებას შოკისმომგვრელს უწოდებს.

ჰიპერი პლატფორმა X-ზე წერს, რომ “არცერთ დემოკრატიაში არ არის ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია”.

”საქართველო: ცნობები “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერზე გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ შოკისმომგვრელია. 

არცერთ დემოკრატიაში არ არის ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია”, – წერს ჰიპერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share