გურიის მოამბე

დღევანდელი დღე არის გზავნილი, რომ არაფერზე უკან არ დავიხევთ – მერაბ მეტრეველი

“ეს არის გზავნილი, რომ არაფერზე უკან არ დავიხევთ” – ამის შესახებ ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა  განაცხადა და სამ-საათიან საყოველთაო გაფიცვას გამოეხმაურება.

მერაბ მეტრეველი საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერზეა წამსვლელი.

”ეს არის გზავნილი პირდაპირ, რომ არაფერზე უკან არ დავიხევთ, ყველაფერზე წამსვლელი ვართ. ორი წლის წინ ვიღაცას რომ ეთქვა, რომ დღეს ასეთი რამე მოხდებოდა, რომ ”ქოცები” ამას იზამდნენ, მე ამას არ დავიჯერებდი, იმისა მიუხედავად რომ ”ქოცი” არასდროს ვყოფილვარ და მათთვის ხმა არასდროს მიმიცია.

ქოცებმა არანაირი შანსი არ დაიტოვეს. ბუნებით მინდა, რომ ყველას რაღაც შანსი დავუტოვო, მაგრამ მათ არანაირი შანსი არ დაიტოვეს. ახლა უკვე, რაც არ უნდა აპოკალიფსური სცენარი დამიხატო, ყველაფერს დავიჯერებ, რაც ამათგან ვნახე უკვე ყველაფრის მჯერა, ყველაფერზე წამსვლელები არიან, რაც დასჭირდებათ ხელისუფლებაში დასარჩენად”, – ამბობს მერაბ მეტრეველი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share