ამერიკის შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს ახალ სანქციებს უანონსებს – ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში იმ ადამიანთა სიას აქვეყნებს, რომლებსაც, მაღალი ალბათობით, აშშ უახლოეს მომავალში დაასანქცირებს.
ჯო უილსონის მიერ გამოქვეყნებულ სიაში ნიკოლას მადუროსთან, კიმ ჩენ ინითან, ვლადიმერ პუტინთან და სხვა დიქტატორებთან ერთად ქართველი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილიც წერია.
ამასთან, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოტოსაც აქვეყნებს, წარწერით: “სანქციები მოდის”.
”მოემზადეთ:
ივანიშვილი
მადურო
ხამენეი
ომის დამნაშავე პუტინი
კიმ ჩენ ინი
სი ძინ პინი
Al Badr-ის ტერორისტები”, – წერს უილსონი.