კახა ჩავლეშვილი – რატომ ასახლებდნენ რუსები საქართველოში საჭურისებს

„საჭურისების“ დასახლება საქართველოში
კახა ჩავლეშვილი
რუსები ყოველთვის ცდლობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და რწმენის საქართველოში შემოყვანას, რითაც მნიშვნელოვნად შეცვალეს როგორც დემოგრაფიული ისე ეთნიკური შემადგენლობა. ცნობილი თეოლოგი ნიკოლოზ დურნოვო საქართველოში უცხოტომელებისა და სექტანტების ჩამოსახლებაზე წერდა – „ნიკოლოზ პირველის დროიდან მართლმადიდებლურ საქართველოში დაასახლეს გერმანელები, რუსი სექტანტები: მოლოკნები, სუბოტნიკები, დუხობორები, შტუნდისტები, ბაპტისტები და სხვები.“ აქვე „საქართველოში არა მართლმადიდებლების ჩასახლება, რომლებიც ქართველი ხალხის თვალში ერეტიკოსები და ცრუმორწმუნეები არიან, მათი რელიგიური გრძნობების შეურაცყოფაა და მათში ნერგავს რუსეთისადმი სიძულვილსა და უკმაყოფილებას.“
.
„სექტანტების“ გარდა 1840-იან წლებში რუსებს საქართველოში რიონისა და ცხენისწყალის შესართავში მდებარე დაბა ორპირში არმიიდან დემობილიზებული 380 საჭურისი ჩაუსახლებიათ. საჭურისების როტა არმიაში რაზე სჭირდებოდათ ვერ გავარკვიე, თუმცა მათი უმრავლესობა თურმე ადრე რუსეთის ფლოტში მსახურობდა – „აქ ორმოცს წლებში მთავრობის განკარგულებით გადმოსახლებული იქნა 380 სული საჭურისი“.
.
ადრეულ საუკუნეებში რუსეთში საჭურისები იგივე კაჟენიკები (Каженики) ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა და მათი სერვისით თავდაპირველად რუსი მთავრდები სარგებლობდნენ, რომლებსაც ძალიან დიდი ჰარამხანებიც ყოლიათ, მათ შორის განთმული ყოფილა მთავარი ვლადიმირი ყოფილა, რომელსაც ხუთი კანონიერი ცოლის გარდა, კიდევ სამ ჰარამხანში (ვიშგოროდი, ბელგოროდი, ბერესტოვი) რვაასი ქალი ყოლია, ამ ქალებს კი საჭურისების მთელი არმია ემსახურებოდა.
.
ორპირში დასახლებულ საჭურისებზე ასევე წერს ბოროზდინიც – „ორპირი, რომელიც მდ. რიონისა და ცხენისწყლის შესართავთან მდებარეობდა. აქ იყო საფოსტო სტანცია და სადგური ნავებისათვის. ამ ნავების პატრონები იყვნენ რუსის საჭურისები, რუსეთის ყველა მხრიდან აქ გამოგზავნილები. ესენი შეადგენდენ ინვალიდთა 96 №-ის როტას.
.
ამ რაზმში პირველად 380 კაცი ითვლებოდა. რიონის განაპირას ლამაზი სახლები ააშენეს და დაბა დაამშვენეს. არ ვიცით, პირველად ვის მოუვიდა აზრად აქ საჭურისები დაესახლებინა, ეს კია, რომ ამაზე უკეთესს ალაგს სხვაგან ვერ აარჩევდენ. აქაურ მკვიდრთაგანი ერთი კაციც არ გადაუბირებიათ თავისაკენ. მათმა მავნე მოძღვრებამ მარტოოდენ ზიზღი გამოიწვია აქაურებში. და ერთიმეორეზე ისე ამოწყდენ, რომ კვალიც არ დარჩენილა მათი.“
.
– Николай Дурново – Судьбы грузинской церкви. По вопросу о Грузинской церковной автокефалии (1907)
– გაზეთი ივერია 09.08.1894 წელი #169
– კ. ბოროზდინი – სამეგრელო და სვანეთი (1934 წელი)
– ორპირი 1878 წელი, დ. ერმაკოვის ფოტო
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share