ჩოხატაურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასოწარკვეთილი მოქალაქეების კომენტარები მოყვა

სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება აქტიურად მიმდინარეობს.👉 მოქალაქეებს ვთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ მითითებულ ნომრებზე:☎️ 599 226 423; 599 222 609
ჩოხატაურის მერიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას, მოსახლეობის კრიტიკული კომენტარები მოყვა
გთავაზობთ მხოლოდ ნაწილს ამ კომენტარებისა, საიდანაც მარტივად დაასკვნით, თუ როგორ არის მოსახლეობა მიტოვებული და რა მძიმე სიტუაცია შექმნა დიდთოვლობამ რეგიონში
Nini Mamalashvili
🛑ჩოხატაური – გადაადგილება
ჩოხატაურში ( რაიონში ) ან მიმდებარედ ხო არ არის ვინმე მაღალი გამავლობის მანქანით?
ახალგაზრდა გოგო ორ მცირეწლოვანთა ერთად გამოწერეს კლინიკიდან ( ანთება ჰქონდა ბავშვებს) ვერ ახერხებს სახლში ასვლას. ტაქსები არ მუშაობენ.
ჩოხატაურიდან სოფ . ბუკისციხემდე ესაჭიროება ტრანსპორტირება. 5 კმ-ია ჩოხატაურიდან . მაღალი გამავლობის მანქანა ჩვეულებრივად გადაადგილდება.

Veriko Berdzenishvili 

დაგიკავშირდნენ და ჩხიკვაძე შეპირდა მოვლენო სახლს დაგითოვლავენო 2 დღეა უცდის მაშველს ჩაისუბანში ჩემი და.
მატყუარები ხართ.
ფოტოებს ცენტრში იღებთ.
ამ ფოტოზე მოხუცი ჩანს?
ვის მიუტანეთ?
გაკვალულუ აქვს ჭიშკრამდე გზა.
ახალგაზდებს ეხმარებით, ასაკიანი გულით ავადმყოფი კი ზის და ელოდება სახლი როდის დაენგრევა თავზე.
ადნეს თოვლი რომ გესტუმროთ მერიაში მადლობის სათქმელად🦂

Nona Ramishvili

რა გახდა ერთი ტექნიკის გაგზავნა სურებში გამაგებინეთ? ოთხი დღეა ხალხი მოწყვეტილია ყველაფერს. სასწრაფოდ გამონახეთ ტრაქტორი და გაუშვით გზა მაინც გაუწმინდეთ ხალხს. საჭმელს ჩვენ თვითონ მივუტანთ..

Ia Ia’mze

@დიდივანისურებისხეობაში გააგზავნეთ ტექნიკა, ხალხი უშუქოდ არის და როგორ არიან ისიც არ ვიციფ

Marina Beradze

ქვემო ერკეთის შიდა გზა ეწრიდან მარჯვნივ გადასახვევი და ზევით ცუდ მდგომარეობაშია. იქ მოხუცებია მათ დახმარება სჭირდებათ. გზა თუ არ გაიწმინდა, ვერავინ მივა იქ.

ნინო ლომსაძე

ეს სადაც რაიონთან ახლოსაა იქ რომ მიდიხართ სურებშიც იქნებ ახვიდეთ თუ არ გეზარებათ, ხალხი წამლის გარეშეა, უშუქოდ არიან არც სანთლები არ აქვთ რომ ღამე აანთონ,

Keti Koridzé

დახმარება ესაჭიროება საჭამიასერს, სოფლის შიდა გზებია გასაწმენდი რომ მოსახლეობამ შეძლოს გადაადგილება

ნი ნი

იმედია რაიონში მცხოვრებლებსაც დაეხმარებით და არა მარტო სოფლებს🫠

Lizi Ani

samebashi gawmindet gza mets ar gtxovt arafers

Tamuna Zaqradze 

ზემოხეთში-თხილაგანშიც მიაწოდეთ და გზა პირვერიგში გზა სჭირდებათ!!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share