ამ წუთებში ხანძარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ცეცხლი ჩაის პლანტაციას გაუჩნდა.
ადგილზე იმყოფება სახანძრო ბრიგადა.
“გავერანებულ ჩაის პლანტაციას უკუდია ცეცხლი. დასახლებული პუნქტისგან მოშორებით. ადგილზე უკვე მუშაობენ მეხანძრეები. სხვა ამ ეტაპზე არაფერი ვიცი” – უთხრა გურიის მოამბეს მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ.