გიორგი ჩიკვაიძის დედის მიმართვა სინდისის პატიმრების დედებს: თქვენ ხართ დიდებული ქალბატონები

“ეს პერიოდი ვაკვირდებოდი იმ დედებს, რომელთა შვილებიც სინდისის პატიმრები არიან, მინდა, ამ ქალებს ვუთხრა-თქვენ ხართ დიდებული ქალბატონები“-ასე მიმართა გიორგი ჩიკვაიძის დედამ სინდისის პატიმრების დედებს.

მისი თქმით, ეს არის სწორედ ის სიტყვები, რომლებიც მათვის ემეტება.

“მე თქვენ ყველა მიყვარხართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – თქვა ეკა წერეთელმა.

”ეს არის ის სიტყვები, რომლებიც მე მემეტება მათთვის. მე პედიატრი ვარ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სხეულის ენას, ჟესტიკულაციას, ეს ღმილისი ბიჭები რომ სხედან, ერთ-ერთ სხდომაზე, ერთი პატარა ბიჭია, ტანმორჩილი, რომელსაც სახე სულ უღიმის, პროცესის დასრულების შემდეგ, ისეთი ჟესტი გააკეთა, რომ ამით მან აჯობა მთელ ამ სტრუქტურას, ბრუტალურ მანქანას, კვაზ სახელმწიფოს. მე ყველა იმ დედას მინდა ვუთხრა, დღეს ჩემი შვილი არის პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი, მე თქვენ ყველა მიყვარხართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ეკა წერეთელმა.

ის სიტყვის დასრულების შემდეგ საკუთარ შვილს ფეხზე წამოუგდა და შემდეგი სიტყვებით მიმართა:

“გიორგი, მიყვარხარ, ეს არ არის შოუ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ცეცხლი ოლიგარქიას“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share