საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას მიესალმება.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, “შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე გადამწყვეტი ნაბიჯია კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ.“
მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას. შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე გადამწყვეტი ნაბიჯია კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ. ეს ისტორიული მიღწევა მშვიდობისა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს მოიტანს, – წერს ზურაბიშვილი.ცნობისთვის, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისა და თითქმის ხუთწლიანი მოლაპარაკებების არაერთი რაუნდის შემდეგ, 2025 წლის 13 მარტს, აზერბაიჯანი და სომხეთი ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე შეთანხმდნენ.