კაია კალასის საგანგებო განცხადება საქართველოზე

“საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა”- ამის შესახებ უმაღლესმა ევროკომისარმა, კაია კალასმა ევროპარლამენტარებისთვის მიწერილ ვრცელ წერილში დაწერა.

 

წერილი კალასმა ევროკომისიის სახელით ევრო დეპუტატებს რამდენიმე საათის წინ გაუგზავნა.

ევროკომისარი ამბობს, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე პასუხისმგებლები არიან, გლობალური სანქციების დაწესებაზე მუშაობა გრძელდება.

გარდა ამისა, კალასი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, ეძებოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის უზრუნველყოფით.

საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, ევროკავშირმა მიიღო რიგი ზომები. ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები შემცირდა და ხელისუფლებისთვის დახმარება შეჩერებულია. ევროკავშირმა გააძლიერა თავისი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის და დამატებითი რესურსები ხელმისაწვდომი გახდა დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეჩერების შესახებ უვიზო რეჟიმი საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის.

2024 წლის 16 დეკემბრის საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა შესთავაზა სანქციების დაწესება საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, ჩართულნი ან ასოცირდება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან, ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ მოხერხდა ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმების მიღწევა, დისკუსიები გრძელდება. ევროკავშირის სანქციების შესახებ ყველა გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად საბჭოში წევრი სახელმწიფოების მიერ.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეძებოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის უზრუნველყოფით, ხოლო ნდობის აღდგენის ყველა ვარიანტი უნდა იყოს შესწავლილი. ევროპის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიშში ასახული რეკომენდაციები პრიორიტეტულად უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ”- წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share