“11 საათზე, ყველა ერთად, სანთლებით ქაშვეთთან” – პრეზიდენტი ზურაბიშვილი აღდგომას რუსთაველის გამზრიზე შეხვდება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეხვდება.

ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი საზოგადოებას ქაშვეთთან მოსვლისკენ მოუწოდებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ქართველმა ხალხმა “სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ” მიმართულ “მართალ ბრძოლაში” ერთად უნდა გაიმარჯვოს.

აღდგომა არის კეთილის , მართალის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ.  

ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!” 🙏

და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! 

ქრისტე აღდგა!”. – წერს სალომე ზურაბიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share