გურია – აღდგომიდან ამაღლებამდე
.
ძველად ყველა თავმომწონე სოფელს გურიაში „სათმაშო“ მინდორი ანუ ასე ვთქვათ სტადიონი ჰქონდა. გურული ტრადიიცის მიხედვით აღდგომიდან ამაღლებამდე მთელი ორმოცი დღის განმავლობაში ყოველ კვირა დღეს სათამაშოზე ნამდვილი სახალხო დღესასწაული იმართებოდა. ყველაზე უფრო დიდი თამაშობა აღდგომა დღეს და მის მომდევნო ორ დღეს ტარდებოდა.
.
იყო ცეკვა, იყო სიმღერა და რაც მთავარია იყო ტრადიციული სპორტული თამაშობები, რომელთან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ლელო მისი ნაირსახეობებით – “ლელობურთი”, “დარჩენიე”, “ხელგაკვრია”, “ღლეტია ბურთი”, “ლელო გატანია”, “გამგდებ-გამომგდებია”, “ფეხგაკვრიე”, “ფეხგორიე”. ლოს ბურთის ზომაც და წონაც თამაშობის ხასიათიდან გამომდინარე სხვადასხვა იყო, რასაც მოწმობს მე-20 საუკუნის დასაწყისის ლელოს ბურთები.
.
ასევე პოპულარული იყო ცენბურთი, ჭაკუნობიე, ჭედობა, ქვის თრევა, ნიშანში სროლა, ჯირითი, სიგრძეზე ხტომა (მათ შორის ფეხმუწიე ხტომა) და ა.შ.; თითქმის ყველა სათამაშოზე მოწყობილი იყო „სიკორწიალა“ (საქანელა), იყო საბავშვო თამაშები – მაია, ზარობანა და ა.შ.


მოამზადა კახა ჩავლეშვილმა