“ზურაბიშვილმა ვერანაირი სიახლე ვერ გააჟღერა… არ შეიწყალა პრეზიდენტი სააკაშვილი” – თინა ბოკუჩავა განმარტავს, თუ რატომ დატოვა ენმ-მ “წინააღმდეგობის პლატფორმა”

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რის თინა ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, 31 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე, მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, პარ­ტი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, „წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პლატ­ფორ­მა“ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

კერ­ძოდ, რო­გორც ბო­კუ­ჩა­ვამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 31 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სი­ახ­ლე ვერ გა­აჟ­ღე­რა.

გარ­და ამი­სა, ბო­კუ­ჩა­ვა აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რომ მან სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ შე­ი­წყა­ლა.
“31 მარ­ტის აქ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ცია იყო ამ თა­რი­ღის ის­ტო­რი­უ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა იმ გა­ნა­ცხა­დის შემ­დეგ, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხრი­დან მო­ვის­მი­ნეთ, რო­მელ­მაც, ჩემი აზ­რით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ვე­რა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე ვერ გა­აჟ­ღე­რა, ჩვენ ვთქვით, რომ ამ ფორ­მატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ­დით.

ყვე­ლა­ზე დიდი დის­ტან­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს შო­რის არ­სე­ბობ­და. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ერ­თმა პრო­ევ­რო­პულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მელ­მაც სცა­და შე­ე­მაგ­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პის დრო­შა, რო­დე­საც მას რუ­სე­ბი გვარ­თმე­ვენ, არ შე­ი­წყა­ლა მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტი. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი ახ­სნა არ ჰქონ­და, ეს იყო პი­რად გე­მოვ­ნე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს იყო მისი ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა, რო­მელ­საც ვერ შე­ე­ცი­ლე­ბო­და და ვერ შე­ე­და­ვე­ბო­და ვე­რა­ვინ“,- გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

კი­თხვა­ზე, თუკი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პლატ­ფორ­მის ფარ­გლებ­ში გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს, იქ­ნე­ბა თუ არა ამ გან­ცხა­დე­ბა­ში მო­აზ­რე­ბუ­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც“, ბო­კუ­ჩა­ვა ასე პა­სუ­ხობს – „არა, რად­გან ჩვენ იქ არ ვდგა­ვართ“.

ამას­თან, ბო­კუ­ჩა­ვამ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე და იქ „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მის­ვლა­ზე ისა­უბ­რა.

ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ირ­გვლივ არ­სე­ბულ პლატ­ფორ­მა­ზე 4 ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია ერ­თსუ­ლოვ­ნად შე­თან­ხმდა, რომ კო­მი­სი­ა­ში არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, რაც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ და­არ­ღვია, „რი­თაც ხაზი გა­უს­ვა იმა­საც, რომ არა­ნა­ი­რი კო­ორ­დი­ნა­ცია არ არ­სე­ბობს“.

„თით­ქმის, ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­წი­ლი ვი­ყა­ვი იმ ფორ­მა­ტის, რო­მე­ლიც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ირ­გვლივ იკ­რი­ბე­ბო­და. შიდა პო­ლი­ტი­კურ ნა­წილ­ში ერ­თა­დერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­ზეც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი შევ­ჯერ­დით იყო ის, რომ არ­ცერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი არ უნდა მი­სუ­ლი­ყო წუ­ლუ­კი­ა­ნის ღა­ლა­ტის კო­მი­სი­ა­ზე და ეს შე­თან­ხმე­ბაც და­არ­ღვია გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ. ამით ხაზი გა­უს­ვა იმა­საც, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ნა­ი­რი კო­ორ­დი­ნა­ცია არ არ­სე­ბობს“,- გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცი­აა თუ არა, პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რის მოქ­მე­დე­ბე­ბი აჩ­ვე­ნებს.

„ჩემი აზ­რით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კო­მი­კუ­რად ჟღერს, მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პარ­ტი­ად პრე­ტენ­ზია ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ რუ­სულ რე­ჟიმს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის სა­ხე­ლით არ­ბევ­და პირ­ველ ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო აქ­ცი­ას და სერ­გეი გავ­რი­ლო­ვის და­სა­ცა­ვად მის მიერ და­გე­ში­ლი დაც­ვის წევ­რე­ბი ხე­ლებს გვიგ­რეხ­დნენ და და­ზი­ა­ნე­ბას გვა­ყე­ნებ­დნენ სხე­ულ­ზე.

ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცი­აა თუ არა, ამას მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი გვაჩ­ვე­ნებს. მის გან­ზრახ­ვებ­ზე და მის სურ­ვი­ლებ­ზე კი­თხვის ნიშ­ნებს ბა­დებს, რო­დე­საც დიდ დროს უთ­მობს მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის უსა­მარ­თლო კრი­ტი­კას და მას­თან და­პი­რის­პი­რე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

ბო­კუ­ჩა­ვა გა­ხა­რი­ას მიერ კო­მი­სი­ა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს აფა­სებს და აცხა­დებს, რომ მან მთა­ვარ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხიც კი ვერ გას­ცა.

„ზო­გი­ერ­თე­ბის შე­ფა­სე­ბა იყო, რომ სწო­რედ იმი­ტომ გა­მო­ცხად­და, რომ ჰქონ­და შიში იმი­სა, რომ შემ­დგომ და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. ერ­თა­დერ­თი კი­თხვა, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში არ­სე­ბობ­და – „ვინ გას­ცა ბრძა­ნე­ბა 20 ივ­ნისს“. ჯერ თქვა, რომ დიახ, მე გა­ვე­ცი ბრძა­ნე­ბაო, მაგ­რამ იქ [პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე] რომ მი­ვი­და, თქვა რომ, კი მე გა­ვე­ცი ბრძა­ნე­ბა წყლის ჭავ­ლის და გა­ზის ნა­წილ­ში და არა ტყვი­ე­ბის ნა­წილ­ში. ეს რა პა­სუ­ხი იყო? თა­ვად­ვე უარ­ყო ის, რა­საც ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებ­და „სუ­პერ ძა­ლო­ვა­ნი“ მი­ნის­ტრის იმი­ჯის შე­საქ­მნე­ლად“,- გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share