“დაგვღუპეს, ცხოვრებაში ვალიდან ვერ ამოვალთ, ეს არის გამიზნული, განგებ გვწვავენ” – ხანძარი ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზეგაჩენილი ხანძრის ზარალი წინასწარი ინფორმაციით, მილიონებს აღწევს – როგორც დაზარალებული მოვაჭრეები “პირველებთან” ამბობენ, საქონელი სრულიად გაუნადგურდატ.

მთელი ცხოვრება ვერ ამოვალთ ვალიდან – ამბობენ დაზარალებულები.

მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ხანძარი თავისით არ გაჩენილა და მიზანმიმართულად მოხდა ბაზრობის ტეროტორიის გადაწვა.

მოვიდეს ვინმე და გვიშველოს, ამხელა ბაზარი როგორ გადაიწვა ასე. დაგვღუპეს უკვე მოერედ. არაფერი არ გადარჩა, ყველაფერი დამწვარია. ცხოვრებაში ვალიდან ვერ ამოვალთ, ვინ რას გეტყვის, ადმინისტრატორიც კი არ მოსულა.ზარალი ძალიან დიდია, ჩაგვეწვა საქონელი, ამაზე ვიყავით დამოკიდებული, ეს არის გამიზნული, როგორც დეცკიმირი დაწვეს, ეს ხელწერაა აქაც, ასე განგებ გვწვავენ. უნდათ საქართველო ქართველების გარეშე და განგებ აკეთებენ ამას. ამას რამდენიი ვინმე გადაყვება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share