არალეგიტიმური პარლამენტი კონგრესის საპასუხო წერილის გასავრცელებლად ემზადება

არალეგიტიმური პარლამენტი კონგრესის საპასუხო წერილის გასავრცელებლად ემზადება. დოკუმენტს შალვა პაპუაშვილი 15:00 საათზე გაასაჯაროებს.

“პირველებმა” გაარკვია, რომ “ქართული ოცნება” მთავარ აქცენტებს სამი მიმმართულებით გააკეთებს. საუბარია საგარეო კურსის ცვლილების გამო “ოცნების” კრიტიკაზე, ურთიერთობების გამყარებაზე ჩინეთთან, ირანთან და რუსეთთან და ევროატლატიკური კურსიდან გადახვევასა და დემოკრატიის უკუსვლაზე. რეჟიმი მეგობარი აქტის დამტკიცების გამო კონკგრესს საყვედურს უცხადებს და ამტკიცებს, რომ აშშ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

ამ განცხადების საჭიროება მოიტანა სწორედ იმ ბალდებების აბსურდულობამ, რომელიც ამ დოკუემნტშია ჩაწერილი და ასევე ის მცდელობა, რომ ამ დოკუმენტით შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ზოგადად, დაინტერესებული მხარეები და ეს ტყუილები, რაც წერია, გაასაღონ რეალობად. ამიტომ, ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, რომ ვუპასუხოთ არგუმენტირებულად, დასაბუთებულად თითოეულ ამ ბრალდებას სამი ძრითადი მიმართულებით. პირველი, ეს არის დემოკრატიის უკუსვლის ბრალდება, მეორე ეს არის ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ბრალდება და მესამე არის საქართველოს ურთიერთობები ისეთ პოლიტიკურ აქტორებთან, როგორებიც არიანრუსეთი, ჩინეთი და ირანი ა იო შგნით ნახსენები პირდაპირ, – ამბობს ლევან მახაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციას, კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია აღნიშნულ დოკუმენტს “ბოდვას” უწოდებს.

სასაცილო და სამწუხარო, იმიტომ, რომ მიუხედავდა იმისა, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაში იმყოფება უკანონოდ და მათ მიტაცებული აქვთ ხელისუფლება, საქართველოზე ყველა ეს განცხადება ახდენს გავლენას და გარკვეულ წარმოდგენას ქმნის ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ის, რაც დღეს ვიხილეთ, როგორც წერილი, ტვინგაცხელებული ადამიანების ბოდვა, ხვალ გაგრძელდება იგივე ტიპის ტექსტებით და შეუძლებელია, ასეთ ადამიანებს საერთაშორისო ურთიერთობაში ვინმე ხელს ართმევდეს და ესაუბრებოდეს, – ამბობს ნიკა გვარამია.  

პარალელურად, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს. თინა ბოკუჩავას თქმით, კონგრესის წევრებს მეგობარი აქტის მიღებისთვის მადლობას უხდიან და ასევე სენატს აქტის დროული მიღებისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ MEGOBARI ACT-ი წარმომადგენლობითი პალატიდან ორ დღეში უკვე სენატში შევიდა. კონგრესის ქვედა  პალატის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, განსახილველად ის უკვე ზედა პალატას გადაეგზავნა.

რეჟიმის მამხილებელი დოკუმენტი დაჩქარებულად გადის ყველა საფეხურს. სახელმწიფოს მიმტაცებლების სია უკვე აქვთ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სანქციების ამოქმედება მხოლოდ დროის საკითხია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share