“ოცნების” წევრი, რიმა ბერიძე ირწმუნება, რომ ახლა გიორგი ბაჩიაშვილს, “ბოლო, გედის სიმღერა აქვს” და სწორედ ამას უკავშირდება თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის სკანდალური განცხადება გუშინდელ სასამართლოზე.
რიმა ბერიძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი “ბოდავდა”, როცა მან თქვა, რომ სუს-ის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი პირადად მონაწილეობდა მის გატაცებაში.
”ეს არის მორიგი ბოდვა და ალბათ, ჩვენ ბაჩიაშვილისგან მრავალ ახალ ბოდვებს მოვისმენთ. ბაჩიაშვილს სხვა არაფერი დარჩენია, რა თქმა უნდა, ჩირქი უნდა მოსცხოს იმ ორგანოს, რომელიც მის საქმეს იძიებს. ეს არის მისი გადაწყვეტილება. ფაქტობრივად ბოლო სიმღერაა მისი, გედის სიმღერასავით არის ეს ყველაფერი”, – ამბობს რიმა ბერიძე.
გიორგი ბაჩიაშვილმა სკანდალური განცხადება გუშინ სასამართლოზე გააკეთა და თქვა რომ მის გატაცებაში, სუს-ის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი პირადად მონაწილოებდა.
ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი ამბობს, რომ ბორტზე, რომლითაც ის გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.