კორტნი: ღარიბაშვილის უკან დაბრუნდება ქართული ოცნების სისუსტის გამოჩენაა

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ამბობს, რომ ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნა ქართული ოცნების მხრიდან სისუსტის წარმოჩენაა.

ამის შესახებ ულიამ კორტნიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბმა.

“ღარიბაშვილის უკან დაბრუნდება ქართული ოცნების სისუსტის გამოჩენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიაში კრიზისია, მაგრამ ასევე კრიზისია მეორე მხარესაც. სააკაშვილი ცდილობს ოპოზიციაზე გავლენა შეინარჩნოს, რაც ძალიან ვნებს ოპოზიციასაც და  ზოგადად საქართველოს პოლიტიკას”. – ამბობს უილიამ კორტნი.

აშშ-ს ყოფილი ელჩმა ასევე თქვა, რომ დიალოგი ქართველებს შორის უნდა შედგეს, რადგან დასავლეთს არ შეუძლია საქართველოსთვის გადაწყვეტილების მოტანა.

“დიალოგი თავად  ქართველებს შორის უნდა შედგეს, შესაძლოა გამოინახოს, ასე რომ ვთქვათ, ბრძენი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც  ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივლენ. დასავლეთს ამ გადაწყვეტილებების მოტანა არ შეუძლია. ეს საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააკეთომ” .- ამბობს უილიამ კორტნი.


დღეს, 22 თებერვალს,  პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდში შეუთანხმებლობა დაასახელა. ენმ-ის თავმჯდომარეს წინა დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. ამის გამო, ოპოზიციური ლიდერები პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ნიკა მელიას ფიზიკურად დაიცავდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share