
Reuters-ის ინფორმაციით, კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში დაგეგმილ ოპერაციაში ჩაერთვება დაახლოებით 4000 ამერიკელი სამხედრო, რამდენიმე სამხედრო ხომალდი, საპატრულო-სადაზვერვო თვითმფრინავები, P-8A Poseidon და 1 წყალქვეშა ნავი ( სავარაუდოდ, TOMAHAWK-ის ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი) . პროცესი რამდენიმე თვეს გასტანს და ისინი იმოქმედებენ როგორც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ასევე საერთაშორისო წყლებში.