გორის საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენებას ცვლის-დავით რაზმაძე უარყოფს მისსავე სიტყვებს,რომელიც გამოცემა “ნიუ იორკ თაიმსთან“ თქვა.
სტატიაში რაზმაძის ფრაზები სიტყვა-სიტყვით დიდი ალბათობით აუდიო ჩანაწერიდანაა ამოშიფრული, თუმცა გორის საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მსგავსი არაფერი უთქვამს, თუმცა აქვე აგვისტოს ომში წინა ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბრობს. მეტიც, ჩინოვნიკი, რომლის ანტიდასავლურ განცხადებებს სატელევიზიო არქივი მრავლად ინახავს, დღეს ირწმუნება, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია სურს.
რუსი ოკუპანტების მშვიდობისმყოფელებად მონათვლა და მათთვის მადლიერების გამოხატვა ყველა წითელი ხაზის გადაკვეთაა საქართველოს გმირების ოჯახებისთვის. მათ რაზმაძის განცხადებას შეურაცხყმოფელი და მოღალატეობრივი უწოდეს.
გორის საკრებულოს თავმჯდომარის ინტერვიუ ურთულესი მოსასმენი აღმოჩნდა ქართველი სამხედროებისთვის, მათთვის, ვინც 2008 წელს საქართველოს ფრონტის წინა ხაზზე იცავდნენ. ერთ-ერთი ასეთი გიორგი ფარცვანია, უკრაინაში მებრძლი სამხედრო აღმოჩნდა, რომელმაც დავით რაზმაძეს პირადად დაურეკა.
რაც შეეხება “ოცნების“ პოზიციას – თანაგუნდელ დავით რაზმაძეს არცერთი წევრი არ გამოქომაგებია.