„გურიაში რა გინდოდა თუ სიკვდილი არ გინდოდა“
.
„ცხრაასორში ხიდისთავში რაღაც მალული მოძრაობა შეემჩნია მაზრის უფროსს… ამდგარიყო და სინამდვლის გასარკვევად, ვიღაც პეკარსკი გამოაგზავნა… ამბობენ დამსახურებული ბოქაული იყოო და იმ დროს პენსიით ცხოვრობდაო. ხიდისთავში ჩამოსვლისთანავე საგანგებო წესები შემოეღო პეკარსკის. დაღამების შემდეგ, თურმე, გარეთ ფეხს ვერ გადგამდი, უნებართვოდ სოფლიდან სოფელში ვერ გადახვიდოდი… წრეში მომუშავე ახალგაზრდებმა გამოარკვიეს თურმე პეკარსკის ვინაობა, და როცა შეიტყვეს, რომ წარჩინების მისაღებად პენსიონერი ბოქაული სოფელს უპირებდა აწიოკებას, ჰკრეს თოფი და გააგორეს… მკვლელი ვერ აღმოაჩინეს… ბოლოს დიდის ამბით გაასვენეს პეკარსკი ხიდისთავიდან… მკვლელებიც დასწრებოდნენ თურმე გასვენებას და შინ დაბრუნებისას ბოქაულის მკველელბმა თურმე ნიშნის მოგებით შემოსძახეს:
.
„გურიაში რა გინდოდა
თუ სიკვდილი არ გინდოდა“-ო…მას აქეთ მთელს გურიაში იმღერიან ამ სიმღერას და ბევრმა არც კი იცის მისი შინაარსი.“
.
– ფრაგმენტი პანტელეიმონ ჩხიკვაძის თხზულებიდან „დიქტატურა“ (მნათობი #6-7; 1933 წელი)
– მხატვარი – ანტონ გოგიაშვილი „ხიდისთავი მაღლიდან“ (1904 წელი)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








