“ემიგრაცია არ ვაპირებთ ვინმეს დღის წესრიგზე ვიაროთ” – ევროკომისიის პროექტების ხელმძღვანელმა, რევაზ ბეროზიშვილმა “ქართული ოცნების” ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.
მან ასევე ისაუბრა 8-პუნქტიან გეგმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს დიქტატორული მმართველობა საქართველოში.
რევაზ ბეროზიშვილმა ასევე აღნშნა, რომ 8-პუნქტიანი პროექტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი იქნება, ხალხის კმაყოფილების ინდექსის ყოველწლიური გაზომვა. მისი თქმით, თუ არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ ხალხის კმაყოფილების ინდექსი 50 ან მეტი პროცენტით გაუფასურდა, ეს ავტომატურად გამოიწვევს აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგომას.
ჩვენ არ ვაპირებთ, ზოგადად ემიგრაცია, რომ ვიაროთ ვინმეს დღის წესრიგზე, უფრო მეტიც, ვაპირებთ, რომ შეიქმნას ისეთი დღის წესრიგი, რომელიც მოერგება ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინაიდან ეს ახალი დღის წესრიგი ეხება ეროვნული იდეის გარშემო ახალი საქართველოს შექმნის იდეას, რომელშიც გაერთიანებული იქნება ყველა პროტესტში ჩართული ჯგუფი, ასევე პროფესიული ჯგუფები, ძალიან ბევრი ცნობადი, ან არა ცნობადი, თავის წრეში მიღებული ადამიანები, ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც არსად არ ჩანდნენ თავის საქმეს აკეთებდნენ.
გულისხმობს იმას, რომ უნდა შეიქმნას ისეთი საქართველო, რომელიც ეფუძნება ქართულ მენტალობას, ქართულ შინაარსს, მაგრამ თავისი ფორმით არის ევროპული, ანუ ის არის მორგებული კანონის უზენაესობაზე და თანასწორობის პრინციპზე.
ამავდროულად უნდა შექმნას მექანიზმები, ელექტრონულ მექანიზმებზეა საუბარი და საკანონმდებლოდ სწორად უნდა გაიწელოს ის, რომ ხალხის ჩართულობა უზრუნველყოფს იმ დაბალანსების მექანიზმს, რომლის გამოც ხალხს ხშირად უჩნდებათ შიში იმასთან დაკავშირებით – აი ხვალაც რომ შეგვეშალოს, რა აზრი აქვს არჩევნებზე სიარულს, მერე რა ვაკეთოთ, მეც რუსთაველზე გავლიე ჩემი ცხოვრება, ჩემი შვილიც იქ უნდა იდგეს – უნდა შემოვიტანოთ მექანიზმები, რომელიც ამ ყველაფერს აზღვევს და არის სახალხო დემოკრატიის მექანიზმები.
მაგალითად, სავალდებულოდ შემოვა ხალხის კმაყოფილების ინდექსის ყოველწლიური გაზომვა მობილურებიდან, ან ნებისმიერი დივაისიდან შეეძლება ადამიანს ხმის მიცემა 1-დან 10-მდე შკალით. ხალხის კმაყოფილების ინდექსი არჩევნებიდან 2 წლის თავზე თუ 50 ან მეტი პროცენტით გაუფასურდა, ეს ავტომატურად გამოიწვევს აღმასრულებელი ხელისუფლების გადადგომას და არის სხვა მექანიზმები ამ გეგმაში.
არა, რასაკვირველია ავტოკრატიული რეჟიმი ამას ასე არ მიიღებს, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მათ შევთავაზოთ, ჩვენ ამას ხალხს ვთავაზობთ და შესაბამისად საერთო სახალხო ჩართულობა უნდა იყოს ამ პროცესში გარანტირებული,” – ამბობს რევაზ ბეროზიშვილი.








