გურიის მოამბე

“ჩვენი მიწა არ იყიდება. კიევი … არ დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს”

ჩვენი მიწა არ იყიდება. კიევი მზად არის რეალური მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს, არმიის ლიმიტირებას, ან ალიანსის არჩევის შეზღუდვას”,-
უკრაინის ელჩი გაეროში, კრისტინა ჰაიოვიშინი.
🔵 მისი განცხადების მთავარი მესიჯები:
▪️ “არასოდეს მოხდება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის არანაირი, ფორმალური თუ სხვაგვარი, აღიარება რუსულად. კიდევ ერთხელ- ჩვენი მიწა არ იყიდება”.
▪️ “უკრაინა არ დათანხმდება საკუთარი თავდაცვის უფლების, ან უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომის არანაირ შეზღუდვას”.
▪️ “ჩვენ არ დავაჯილდოებთ რუსული აგრესიის საფუძვლად არსებულ გენოციდურ განზრახვას ჩვენი იდენტობის, მათ შორის ჩვენი ენის შელახვის ხარჯზე”.
▪️ “მშვიდობა მოითხოვს უსაფრთხოების გაძლიერებას და უკრაინისთვის მუდმივ ფინანსურ დახმარებას”.
▪️ “კრემლის რეჟიმი არ შეჩერდება, თუ მას არ შეაჩერებენ ურყევი და შეთანხმებული ზეწოლით. ამ ომის დასრულების მხოლოდ ერთი რეალისტური გზა არსებობს: რუსეთს უნდა აიძულონ უკან დახევა — ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო დონეზე”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights