ჩვენი მიწა არ იყიდება. კიევი მზად არის რეალური მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს, არმიის ლიმიტირებას, ან ალიანსის არჩევის შეზღუდვას”,-

უკრაინის ელჩი გაეროში, კრისტინა ჰაიოვიშინი.

მისი განცხადების მთავარი მესიჯები:

“არასოდეს მოხდება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის არანაირი, ფორმალური თუ სხვაგვარი, აღიარება რუსულად. კიდევ ერთხელ- ჩვენი მიწა არ იყიდება”.

“უკრაინა არ დათანხმდება საკუთარი თავდაცვის უფლების, ან უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომის არანაირ შეზღუდვას”.

“ჩვენ არ დავაჯილდოებთ რუსული აგრესიის საფუძვლად არსებულ გენოციდურ განზრახვას ჩვენი იდენტობის, მათ შორის ჩვენი ენის შელახვის ხარჯზე”.

“მშვიდობა მოითხოვს უსაფრთხოების გაძლიერებას და უკრაინისთვის მუდმივ ფინანსურ დახმარებას”.

“კრემლის რეჟიმი არ შეჩერდება, თუ მას არ შეაჩერებენ ურყევი და შეთანხმებული ზეწოლით. ამ ომის დასრულების მხოლოდ ერთი რეალისტური გზა არსებობს: რუსეთს უნდა აიძულონ უკან დახევა — ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო დონეზე”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: