გურიის მოამბე

აშშ-ის სამშვიდობო გეგმის 28 პუნქტი — ვაქვეყნებთ მთავარ დეტალებს, რომლებიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის

ცნობილი გახდა აშშ-ის სამშვიდობო გეგმის 28 პუნქტი — ვაქვეყნებთ მთავარ დეტალებს, რომლებიც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის—-
1. უკრაინის უსაფრთხოება და პოლიტიკური სტატუსი-
▪️ უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურება.
▪️ უკრაინა იღებს უსაფრთხოების გარანტიებს აშშ-ისგან, თუმცა გარკვეული პირობებით.
▪️ უკრაინა კონსტიტუციაში აფიქსირებს მიუმხრობლობას და ნატო-ზე უარის თქმას, ნატო კი ადასტურებს, რომ უკრაინა არ იქნება მისი წევრი.
▪️ უკრაინის შეიარაღებული ძალების ზომა იზღუდება.
▪️უკრაინა რჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ.
2. ტერიტორიული საკითხები-
▪️ ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი აღიარებულია დე ფაქტო რუსულად.
▪️ ხერსონსა და ზაპოროჟიეში ფრონტი „იყინება“ კონტაქტის ხაზის გასწვრივ.
▪️ ტერიტორიების ნაწილი ხდება დემილიტარიზებული ბუფერული ზონა, რომელიც დე ფაქტო რუსეთის კონტროლის ქვეშაა.
▪️ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, რომ არ შეცვლის საზღვრებს ძალის გამოყენებით.
3. სამხედრო შეთანხმებები.
🔺 ნატო არ განათავსებს ჯარებს უკრაინაში.
🔺 ნატოს გამანადგურებლები განლაგდებიან პოლონეთში.
🔺 უსაფრთხოების დიალოგი აშშ—ნატო—რუსეთს შორის, ამერიკულ-რუსული სამუშაო ჯგუფის შექმნა.
🔺 რუსეთი იურიდიულად აფიქსირებს არააგრესიულ პოლიტიკას უკრაინისა და ევროპის მიმართ.
4. ეკონომიკური ბლოკი და უკრაინის რეკონსტრუქცია.
▪️ აშშ და ევროპა იწყებენ მსხვილ საინვესტიციო პაკეტს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის.
▪️ $100 მილიარდი გაყინული რუსული აქტივებიდან — უკრაინის აღდგენისთვის; აშშ იღებს მოგების 50%-ს.
▪️ ევროპა ამატებს კიდევ $100 მილიარდს.
▪️ სხვა გაყინული რუსული აქტივები მოხმარდება ერთობლივ ამერიკულ-რუსულ პროექტებს.
▪️ იქმნება უკრაინის განვითარების ფონდი, ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, რესურსებში, ტექნოლოგიებში.
5. რუსეთი მსოფლიო სისტემაში—-
▪️ სანქციების თანდათანობით მოხსნა.
▪️ რუსეთის დაბრუნება G8-ში.
▪️ გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობა აშშ-სა და რუსეთს შორის.
6. ჰუმანიტარული საკითხები—-
▪️ სამხედროების გაცვლა „ყველა ყველაზე პრინციპით“, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვების დაბრუნება.
▪️ჰუმანიტარული პროგრამები, ოჯახების გაერთიანება.
▪️საგანმანათლებლო პროგრამები ტოლერანტობის შესახებ.
▪️ „ნაცისტური იდეოლოგიის“ უარყოფა (როგორც პირობა დოკუმენტში).
7. ენერგეტიკა და სპეციალური ობიექტები-
▪️ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ამუშავება IAEA-ს ზედამხედველობით, ელექტროენერგია — 50/50 უკრაინასა და რუსეთს შორის გაზიარდება.
▪️ აშშ ეხმარება უკრაინას გაზის ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
8. შიდა პოლიტიკური პროცესები უკრაინაში
▪️ არჩევნები შეთანხმების ხელმოწერიდან 100 დღის შემდეგ.
▪️სრული ამნისტია ომის ყველა მონაწილისთვის.
9. შეთანხმების განხორციელება და კონტროლი
▪️შეთანხმება იურიდიულად სავალდებულოა.
▪️კონტროლს განახორციელებს „მშვიდობის საბჭო“ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით.
▪️ შეთანხმების დარღვევებს სანქციები მოყვება.
▪️ ხელმოწერის შემდეგ — დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა და შეთანხმებულ პოზიციებზე გასვლა.
ყველა რეაქცია:

Levan Gujabidze, ინგა კალანდარიშვილი და 134 სხვა პიროვნება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights