გურიის მოამბე

კარლ კოხი – გზა წმინდა ნიკოლოზის ფორტიდან ოზურგეთამდე

კარლ კოხი – გზა წმინდა ნიკოლოზის ფორტიდან ოზურგეთამდე
.
ჩემი თარჯიმნის ძალისხმევით წყალობით მდინარე ჩოლოქის მეორე მხარეს მცხოვრები ლაზებისაგან სამი ცხენი ვიშოვეთ და გავემართეთ ამ მხარის მთავარი ქალაქის ოზურგეთისაკენ, რომელიც შვიდი საათის სავალზე იყო.
.
გზა პირდაპირ მდინარე ნატანების პირას აღმოსავლეთით მიდის, ისეთივე ტყეებზე გაივლის, როგორიც სამეგრელოში აღვწერე. აქ უფრო მეტი მიწაა დამუშავებული, ხშირია ადგილი სადაც ღომისა და სიმინდის ყანებია, რომელთა შუაში ოთხ ბოძზე დადებული სამტრედეების მსგავსი ნაგებობები დგას, რომლებიც მარცვლეულის გასაშრობი პატარა ნაგებობი გახლავთ. დიუბუა წერს, რომ ასეთი ნაგებობის დანიშნულება დათვებისგან დაცვაა.
.
გზა ძლიერ ჭაობიანი იყო, ხშირად გვიწევდა პატარა მდინარეებსა და ნაკადულებში გავლა, რომლებსაც ფხვიერ ნიადაგში ღრმა კალაპოტები ჰქონდათ გაჭრილი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სკურდები, რომელიც ნატანებში ჩაედინება წმინდა ნიკოლოზიდან დაახლოებით 4-5 საათის სავალზე. ერთ-ერთმა თანმხლებმა ლაზმა ყურადღება მდინარის შესართავთან არსებულ ნანგრევებზე მიმიპყრობინა. ნანგრევების აღქმა ადვილი არ იყო, რადგანაც აღმოსავლურ წიფლებსა და მუხებს პატარა ხებუჩქნართან ერთად მთლიანად დაეკავებინა ის სივრცე სადაც ადრე ადამიანები ცხოვრობდნენ.
.
პირველად ჩემი ყურადღება სკურდებზე გამავალმა ხიდმა მიიპყრო, რომლის გავლის შემდეგ შევედი პარალელოგრამის შიდა ოთახში, რომელიც ნახევრად დანგრეული კედლით იყო შემოსაზღვრული. იქიდან მეორე ოთახში იყო გასასვლელი, რომლის დანგრეული კედლებს ნატანებსა და სკურდებს შორის აარსებული კუთხეს ეკავა. მეორე კარიბჭე იყო თითქმის პირველის პირდაპირ, საიდანაც ღია სივრცეში იყო გასასვლელი იქ სადაც შენობების ნაგრევებია, რომელთაგან ერთს რვა კუთხე აქვს. სამწუხაროდ, ტყე სულ უფრო გახშირდა რვაკუთხედიდან სამხრეთისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ყველგან დანგრეული შენობების ნაშთები ვნახე. ნახევარი საათის სავალ მანძილზეც კი დავინახე კარიბჭისმაგვარი ნაგებობა, რომლის გვერდები ძლივს აღწევდა რამდენიმე ფუტის სიმაღლეს.
.
მთელი კონსტრუქცია, განსაკუთრებით კვადრატული კოშკები, რომლებიც პარალელოგრამის რგოლურ კედლებში იყო განლაგებული და ვერტიკალური კედლები ჰქონდათ, ძალიან მახსნებდა ყარსის ფაშალიკში ნანახ ონის ნანგრევებს, მით უმეტეს, რომ მდინარესთან მისი განლაგება მთლიანად შეესაბამებოდა აქაურს.
.
ქუთაისს, ნაკოლაევს და ვარციხეს განსხვავებული იერსახე ჰქონდათ და ვნანობ, რომ ტყემ არ მომცა საშუალება, ერთი შეხედვით დამენახა ყველაფერი. ნანგრევები კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან ცოტა ხნის წინ ცენტრალურ ამერიკაში, პირველყოფილი ტყეების შუაგულში, აღმოაჩინეს მთელი ქალაქი.
.
თუ ისტორიას ვკითხავთ, საიდან მოდის ეს ნანგრევები, ამაოდ ველოდებით პასუხს, რადგან არცერთი ძველი მწერალი არ ახსენებს ამ რეგიონში მნიშვნელოვან ქალაქს. დიუბუა მიიჩნევს, რომ ეს პეტრაა, რომელიც იუსტინიანემ სპარსელებთან ომების დროს ააშენა, მაგრამ პროკოპი, რომელიც ასე ზედმიწევნით მოგვითხრობს ამ ომების ისტორიას, პეტრას ზღვისპირას (πόλις ἐπιθαλασσία) იხსენიებს, მაშინ როცა ეს ნანგრევები ზღვიდან ოთხი-ხუთი საათის სავალზეა. ჩვენ კი არ გვაქვს არანაირი მტკიცებულება ან მინიშნება იმისა, რომ ზღვა ოდესღაც აქამდე იყო ვრცელდებოდა.
.
სხვათა შორის, პეტრა არასდროს არ ყოფილა ქალაქი, არამედ იყო მხოლოდ ციტადელი, საიდანაც ტირანი ციბოსი ლაკიელებს ავიწროებდა და იგი რამდენჯერმე დაიპყრეს სპარსელებმა. სხვათა შორის, მათ არ ჰქონდათ მფლობელობის მოკლე პერიოდში იმდენი დრო, რომ ცეცხლის ტაძრი აეშენებიათ, სწორედ ცეცხლის ტაძრად მიიჩნევს დიუბუა რვაკუთხედს, მაგრამ სპარსელები ბერძნებს არა რელიგიის გამო არამედ ტეირიტორიის გამო ებრძოდნენ. ეს რომ რელიგიური ომი ყოფილიყო პროკოპის რა თქმა უნდა ამის შესახებ უნდა მიენიშნებინა.
.
ადგილობრივები ამ ნანგრევებს ურიქალაქს (Urikalaka) ანუ ურის (Uri) უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ის იყო გაუჩინარებული ხალხის დედაქალაქი, რომლებიც საკუთარ თავს ურის უწოდებდნენ.
.
სიტყვა ური უდავოდ დაკავშირებულია სურიას პროვინციასთან, რომელიც მდებრეობს მდინარე რიონიდან ბათუმამდეა და შესაძლოა, მისი სახელიც სწორედ აქედან მომდინარეობდეს. მაგრამ ვინ არიან ურიები?
.
ეს ალბათ კითხვაა, რომელზეც პასუხი შეიძლება არასდროს გასცენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის საშუალებას გვაძლევს, გარკვეული მინიშნებები შემოგთავაზოთ. ჩვენ რამდენჯერმე ვახსენეთ, რომ ებრაელები საქართველოში უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ და აქ ურის სახელს ატარებენ; გარდა ამისა ცხინვალის აღწერაში ვთქვი, თუ რა გავლენა უნდა ჰქონოდათ მათ გარკვეული გარემოებებზე, რამაც ებრაულ ბაგრატიდთა ოჯახს საბერძნეთის ტახტის ხელში ჩაგდების საშუალება მისცა. ბერძნული ქრონიკებიდან ასევე ვიცით, რომ ებრაელებს ტერიტორიები ბერძენმა მეფეებმა გამოუყვეს და მე ახლახან ვახსენე ერთი ასეთი ტერიტორია.
.
სომხური ქრონიკებიდან ვიგებთ, რომ ებრაელები ნაბუქოდონოსორმა შავი ზღვის სანაპიროზე მათი მიწების განადგურების შემდეგ დაასახლა. ბაგრატიდების წინაპრების სამშობლო იქ გაუ სბერი ან ისპირა იყო. შესაძლოა, ებრაელებმა ეს მიწა მდინარე რიონამდე დაიპყრეს და მიმდებარე გურულებმა მას გურია უწოდეს. შესაძლოა, მათ არსებული ნანგრევები იპოვეს და დედაქალაქი ააშენეს ური-ქალაქი (Uri-Kalaka) უწოდეს. გურულები კი მათ თანდათანობით შეერივნენ. მაგრამ საიდან მოდის ეს ნანგრევები? განა ისინი უფრო ადრეულ პერიოდს არ უნდა ეკუთვნოდეს?
.
ბერძენმა მწერლებმა ცოტა რამ იცოდნენ ტრაპეზუნტიდან რიონამდე რეგიონში მცხოვრები ხალხის შესახებ, მათი შეხედულებით იქ ცხოვრობდა არაერთი მათთვის მიუწვდომელი და ყველასაგან დაუმორჩლებელი ხალხი. არგონავტების ლაშქრობის დროს, ანუ ტროას ომამდე, როგორც ჩანს, აქ დიდი კულტურა არსებობდა და თუ კროტონელის ორფეოსის (Orpheus von Kroton) პოემას გააზრებულად წავიკითხავთ, ეს კიდევ უფრო სავარაუდო ხდება. იმ დროს და ასევე მოგვიანებით, თანამედროვე გურიის ტერიტორიაზე არსებობდა ქალაქი და მდინარე, სახელად აფსაროსი, ორივეს ადრე მედეას უბედური ძმის სახელით აფსირტოსი ერქვა. პირველი მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, რადგან პროკოპი დღესაც ყვება ამ ნანგრევების სიდიადეს, რომელთა შორისაც მის დროს ამფითეატრი გამოირჩეოდა. მაშ, აფსაროსი და ური-ქალაქი ერთი და იგივე არ უნდა იყოს?
.
დიუბუა სიტყვა „ურიში“ სპარსულ სიტყვა „ჰურს“ პოულობს და ეს მზეს ნიშნავს; ამიტომ, ის ქალაქს კვლავ სპარსელთა ცეცხლის თაყვანისცემასთან აკავშირებს და ურის მოსახლეობასაც რვაკუთხედის ცეცხლთაყვანისმცემლად მიიჩნევს. დიუბუას აზრით დიდი წრიული კედლის ტერიტორია რვაკუთხედით და ნატანებსა და სკურდებს შორის მდებარე კონცხი ასევე „უჯენარის“ (Udschenar) სახელს ატარებს.
.
წვიმის გამო ური-კალაქი ნაადრევად დავტოვე და ტყეების გავლით გურიის მთავარ ქალაქ ოზურგეთისაკენ გავემგზავრე.
.
კოკისპირულ წვიმას თავი შევაფარე ფირბზე გადაფარებულ ნაბდისაგან მოწყობილ კარავს. სქელმა კავკასიურმა თექის ქურთუკმა, რომელსაც ნაბადს ეძახიან შესანიშნავი სამსახური გამიწია.
.
ოზურგეთი დაბლობის დასასრულს მდებარეობს, სწორედ აქ მთარდება აჭარის მთების სამხრეთით სამხრეთი კალთა. ქალაქი შედგება სოფლის მიმოფანტული და რუსი ჩინოვნიკების საკუთრებაში არსებული რამდენიმე უმნიშვნელო სახლებისაგან. აქ არის მთავრობის წარმომადგენელბი, რომელსაც იმ დროს ხელმძღვანელობდა მაიორი ორლოვი, რომელიც ემორჩილება ქუთაისის გუბერნატორს.
.
გურიის უკანასკნელი მმართველის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანა უშუალოდ რუსეთის მმართველობის ქვეშ მოექცა, რამაც ადგილობრივი თავადების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგიერთი რუსი მოხელის ხარბი საქციელის გამო თავდები იძლებულნი გახდნენ სანკტ-პეტერბურგში პეტიცია გაეგზავნათ, რომლითაც, რომლითაც კანონიერი მმართველის, ანუ პეტერბურგში აღსასზრდელად წაყვანილი მთავარის ვაჟის დაბრუნებას ითხოვდნენ, მიუხედავად ამისა სანქტ-პეტერბურგიდან არ დაუბრუნებიათ.
.
რაც შეეხება გურიის ადრეულ ისტორიას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის იყო დასახლებული სხვადასხვა ტომებით, რომელთაგან სავარაუდოდ ყველა ლაზები იყვნენ, დღესაც კი აღმოსავლეთში მთელ სანაპირო ზოლს რიონის შესართავიდან ტრაპეზუნტამდე ლაზისტანს უწოდებენ. გურია ყოველთვის საქართველოს ეკუთვნოდა, თუმცა სავარაუდოდ, ყოველთვის უფრო დამოუკიდებელი იყო მისი სიშორის გამო. მოგვიანებით ის იმერეთს ეკუთვნოდა. ცალკე მთავარი გურიელი, მხოლოდ XV საუკუნის მეორე ნახევარში ჩნდება, რადგან ქართული ქრონიკები გვამცნობენ, რომ გურიელ კახაბერი გარდაიცვალა 1483 წელს. მის ადგილს მისი ვაჟი გიორგი იკავებს და ამის შემდეგ ყველა მმართველი გურიელის ტიტულს ატარებდა. გურიის ტერიტორია ამ დროისათვის სამხრეთით ბათუმდე ვრცელდებოდა. მოგვიანებით გურია იმერეტთან ერთად თურქეთის მმართველობის ქვეშ მოექცა, XV საუკუნეში კი იმერეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი გახდა. უკანასკნელი მთავარი მამია გურიელი 1810 წელს რუსეთის ვასალი გახდა. მისი ქვრივი სოფიო არ აღმოჩნდა რუსეთის მხარეს ბოლო თურქულ ომში და შვილთან ერთად გაიქცა თურქეთში სადაც ის გარდაიცვალა. მისი ვაჟიშვილი რუსეთის მთავრობის თხოვნით მოგვიანებით თბილისს გადავიდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ ახლა სანკტ-პეტერბურგში იზრდება.
.
– გერმანელი ბოტანიკოს-დენდროლოგი და მოგზაური კარლ კოხი (Karl Heinrich Emil Koch 1809-1879) Karl Koch – Show Reise durch Rußland nach dem kaukasischen Isthmus in den Jahren 1836, 1837 und 1838. 2 (Reise längs der Meeresküste und durch Gurien zurück nach Kutais.) (1842)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights