“რვა წელი ამზადებდა ჩემი შვილი მოსწავლეებს და ერთი მოსწავლე იპოვონ, ვინც გიგაზე აუგს იტყვის… საჯარო ბოდიშს ვიტყვი მაშინ… [დაკავებულს] ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა აქვს და ვერ აიტანა, რომ “მასწავლებელმა როგორ დაურეკა მის გოგოს”… ეს იყო განზრახ მკვლელობა, 11 ტელეფონია გაგზავნილი ექსპერტიზაზე წაშლილი მესიჯების აღსადგენად. გეგმავდნენ მკვლელობას, რამდენჯერმე წერია იქ სიტყვა მკვლელობა, “მოვკლათ”. დღეს გავიგე, ორი საათის წინ, ასეც ამბობდნენ [დაკავებულები], შევვარდეთ, შტურმით ავიღოთ ცენტრი, თავდასხმას გეგმავდნენ… წერს ერთ-ერთ არასრულწლოვან მეგობარ გოგონას, ვინც დაკავებულია ის, თუ კიდევ დედასთან ერთად გამოვა, ჩამოვაცმევ ტომარას და ისე გავუსწორდები… გაასაჯაროვოს პროკურატურამ, მესმის, რომ არასრულწლოვანები არიან, დაფარონ სახელები და ისე. მკვლელები დადიან ქუჩაში, ძალიან მიჭირს მაგრამ ვციტირებ: გადავუხსნი შუბლს და ჩავაწერ სიტყვას ასე… უზრდელი სიტყვის ჩაწერაზეა საუბარი, ისე დავარტყამ, რომ დავადებილო, მოვკლა… სიკვდილი რამდენჯერმე გაჟღერდა იქ. ეს ყველაფერი არის მკვლელების მხარის ადვოკატების მიერ შექმნილი ამბავი. ახლა უკვე ასე იკვეთება და მერე ამას უკვე ხორცი შეასხა პროკურატურამ. […] ჩასაფრებულები იყვნენ, გოგონას არ იჭერენ, შეუტყობინებლობისთვისაც კი. წამქეზებელია ეს გოგონა…
გიგა მოკვდა საქართველოსთვის. ისე კარგად ჰქონდათ დაორგანიზებული ამ პატარა ლაწირაკებს ეს მკვლელობა და ისე სისასტიკით მოიქცნენ, ისე სასტიკად, რომ ისინი ყველასთვის საშიშები არიან, ოჯახის წევრებისთვისაც. ძალიან ცოტა დროა გამოძიებისთვის. დაუსჯელობის სინდრომი გაძლიერდება ქვეყანაში და სხვა არასრულწლოვანებიც კრიმინალებად იქცევიან… მე ასე იოლად დასამარცხებელი და გასაჩერებელი არ ვარ. ადრესატი შეეშალა პროკურატურას. მე ასე იოლად არ გავჩერდები. სჯობს გონს მოეგონ…” | ამბობს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე TV პირველის ეთერში
📍 ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს
📸 TV პირველის ეთერიდან








