გურიის მოამბე

2026 წელს პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა არ იგეგმება

“მასწავლებლების ხელფასები შარშან მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაახლოებით, 3 წლის ზრდა რაც უნდა ყოფილიყო, ერთიანად გაიზარდა 30-35%-ით… 2026 წელს პედაგოგთა ანაზღაურების ზრდა არ იგეგმება” | ამბობს BM.ge-სთან საუბრისას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე მყოფი გიორგი კაკაურიძე

ცნობილია, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყაველაშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის ხელფასები 16 000 ლარი იქნება, ხოლო 70-წლამდე პენსიონერის პენსია – 370 ლარი | ბიუჯეტის პროექტის დოკუმენტი პარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული, სადაც ვკითხულობთ, რომ მომავალი წლიდან საქართველოში პენსია, ასევე პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები იზრდება

🔴 პენსია იზრდება:

• 70 წლამდე პენსიონერების შემთხვევაში – 20 ლარით (გახდება 370 ლარი)
• 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის 45 ლარით (გახდება 495 ლარი)

🔴 ხელფასებიც იზრდება:

• პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს – გაეზრდებათ 1400 ლარით და გაუხდებათ 16 000 ლარი
• პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის – 1260 ლარით და ხდება 14 400 ლარი
• მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების – 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი
• დეპუტატების ხელფასი – 1120 ლარით და ხდება 12 800 ლარი

🔴 2025 წლის 1 იანვრამდე პარლამენტის წევრის ხელფასი 4624 ლარი იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ მიღებულმა კანონმა, პირველ ეტაპზე, ის 2,5-ჯერ გაზარდა. გაზრდილ ხელფასებს საჯარო მოხელეები 2026 წლიდან მიიღებენ.

🔴 იზრდება მოსამართლეების ხელფასებიც:

• უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეების – 1400 ლარით და გახდება 16 000 ლარი
• უზენაესისა და საკონსტიტუციოს მოსამართლეების – 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი
• სააპელაციოს მოსამართლეების – 1134 ლარით და ხდება 12 960 ლარი
• საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეების – 1008 ლარით და ხდება 11 520 ლარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights