გურიის მოამბე

ინფრასტრუქტურული პროექტები-ბახვი ჰესის ვიდეო სიუჟეტების სერია გრძელდება

ინფრასტრუქტურული პროექტები

ბახვი ჰესის ვიდეო სიუჟეტების სერია გრძელდება. ამჯერად, წარმოგიდგენთ  სიუჟეტს, სადაც მაყურებელი მოისმენს და ნახავს თუ რა გავლენა მოახდინა პროექტის მიერ სოციალური პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა.

2021 – 2025 წლებში ბახვი ჰესმა განახორციელა სოფლის გზების რეაბილიტაცია მთისპირიში, უკანავაში, ოქროსქედში, ვანისქედისა და ჩხაკაურაში; ვანისქედში მოვაწყვეთ წყლის სისტემა. 2022 წელს ჩვენს პარტნიორთან USAID-ის ენერგეტიკული მომავლის პროგრამასთან ერთად ბახმაროში დავამონტაჟეთ ენერგოეფექტური ლედ განათების სისტემა;

ჩვენი სოციალური პროექტებით პირდაპირი სარგებელი მიიღო: ბახმაროს მაცხოვრებლებმა და ბახმაროს ათასობით დამსვენებელმა; მთისპირის, უკანავას, ვანისქედის, ოქროსქედის და ჩხაკაურას გზების რეაბილიტაციით 500-მდე პირმა ; წყლის სისტემა გავიყვანეთ ვანისქედის 47 ოჯახში .

ზრუნვა, ჩვენი მთავარი მამოძრავებელია პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების დროს.

ვიდეოს ბმული:

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights