,,რასაც საქართველოში ვხედავთ კლასიკური რუსული სახელმძღვანელოა” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა განაცხადა.
მან საქართველოზე სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარები საქართველოს საკითხს განიხილავენ, რათა ქართველ ხალხს უთხრან – “თქვენთან ვართ მანამ, სანამ ევროკავშირის ნაწილი არ იქნებით”.
,,როდესაც აქ, თქვენს წინაშე ვდგავარ, ვფიქრობ მომენტზე როდესაც საქართველოში სასამართლოში ვიყავი – ხალხი შუშის გალიაში ისხდა და ჟურნალისტები თვალს ადევნებდნენ პროცესს. ამას საქართველოში ყველა ამ ადამიანისთვის ვაკეთებ, ვისი გაგონებაც ახლა არ შეგვიძლია, ვისი გაგონებაც არ შეგვიძლია ვინაიდან ისინი ჩაახშეს, დააპატიმრეს.
რასაც საქართველოში ვხედავთ კლასიკური რუსული სახელმძღვანელოა, თავისი სახელი უნდა დავარქვათ ამას. რა ხდება რეჟიმში, როდესაც ვკარგავთ დემოკრატიულ ძალებს და ძალაუფლებაში პრო-რუსული ძალები მოდის. რა ხდება, როდესაც ჟურნალისტებს აპატიმრებენ.
მზიას [ამაღლობელი] ოჯახსა და მეგობრებს ვესაუბრე, და ერთი რამ არის უფრო ცხადი, ვიდრე ოდესმე – ისინი არასდროს დანებდებიან. ეს ქართველი ხალხი, რომელიც ქუჩაში გამოდის და ყვირის, მათ ვერ გააჩუმებ. და ჩვენ აქ უბრალოდ ცხოვრებას ვაგრძელებთ, როგორც არაფერი, მაგრამ ეს ხალხი იმ რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი არ ნებდებიან. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროკავშირს, პასუხისმგებლობა გვაქვს იგივე სიმამაცე გამოვიჩინოთ ამ მამაცი ხალხის მიმართ, და ნამდვილად წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ხალხის რეპრესირებას ახდენს.
აქ ვდგავარ, რათა ქართველ ხალხს ვუთხრა – თქვენთან ვართ მანამ, სანამ ევროკავშირის ნაწილი არ იქნებით,” – თქვა ლენა შილინგმა.








