სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაწყებულია. სოფლის კრებებზე უმრავლესობის მიერ დასახელებული იმ პრიორიტეტული პროექტების დაფინანსების საკითხი წყდება, რისი დაფინანსების შესაძლებლობასაც თავად პროგრამა და თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა ითვალისწინებს.
გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რა ტიპის პროექტების დაფინანსება ხდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში:
სასამელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდითი სამუშაოების ჩათვლით.
სარწყავი სისტემები
სანიაღვრე არხები
ნაპირსამაგრი სამუშაოები
გზები
ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები
გარე განათება
სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
სკოლამდელი დაწესებულებები და მათი შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა
ამბულატორიების შენობები
კულტურის ობიექტები
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მათი შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა
სკვერები და სველი წერტილების შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა
წისქვილების რეაბილიტაცია და მათი შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა
სასაფლაოს შემოღობვა
თავშეყრის ადგილები და მოსაცდელები
მინიჰესები და მათი რეაბილიტაცია/აღდგენა.