გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსი საჯაროდ საუბარს აპირებს.
უფლებადამცველის განმარტებით, ლილუაშვილი დღევანდელ პროცესს არ დაესწრო, რადგან უნდოდა საქმის მასალებს სრულყოფილად გაცნობოდა, შემდგომ სხდომებზე ის “იქნება მომზადებული ნებისმიერ განცხადებაზე, რა განცხადებასაც გააკეთებს”.
,,სტრატეგია ნათელია, დააფიქსირა ადამიანმა, რომ როცა სასამართლოში შემდგომი წარდგენა მოუწევს და მოუწევს ბუნებრივია, ეს იქნებოდა აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობით, თუ აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ხომ მაინც მოუწევდა სასამართლოზე წარდგენა და ბუნებრივია, ის იქნება მომზადებული ნებისმიერ განცხადებაზე, რა განცხადებასაც გააკეთებს და ელემენტარულად ეცოდინებოდა სრულად საქმის მასალები…
დავიწყოთ იმით, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ…
ვფიქრობ რომ მისი [გრიგოლ ლილუაშვილის] ჩვენება საჯარო იქნება, მას დასამალი არაფერი არ აქვს. საქმის მასალებს გაეცნობა და გამოძიებაში ის მზაობას დააფიქსირებს უპასუხოს,” – განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.








