გურიის მოამბე

თორნიკე ბარათაშვილი – ოზურგეთის – აჭის მონასტერში XIII საუკუნის კედლის მხატვრობაა გადასარჩენი

თორნიკე ბარათაშვილი-“თუკი ვინმეს აინტერესებს ჩავიდნენ ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელში, ლიხაურში (ოზურგეთის რაიონი) საიდანაც ორ ნაბიჯშია უნიკალური აჭის მონასტერი და ნახონ რა კატასტროფა ხდება იქ”
ამის შესახებ, ექსპერტმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელმა, თორნიკე ბარათაშვილმა, ტვ “ფორმულას” გადაცემა “პოლიტიკური ფორმულა სოფო ზურაბიანთან ერთად” – პირდაპირ ეთერში, დღეს ისაუბრა.
“ძირითადად სააგენტო შემოიფარგლება იმიტაციური რეაგირებით, ფიქსაციაც კი არ ხდება ხშირ შემთხვევაში – გურიის და საქართველოდ გამორჩეული მემკვიდრეობის აჭის წმინდა გიორგის უნიკალური მხატვრობის მქონე ბაზილიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია.
2 წელია ამ საკითხზე მივმართავთ სისტემას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის გარდა ყველაფერი აინტერესებს.
არადა, XIII საუკუნის კედლის მხატვრობაა გადასარჩენი!”
თქვა ბარათაშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights