გურიის მოამბე

„ბატონები“ და “ყვავილობა” – დღესასწაულები გურიაში

„ბატონები“ და “ყვავილობა”
.
“ფრთოსან ველურ რაშთა მთელი რემაზე ამხედრებული „ბატონები“ ციდან გურიაში ეშვებიან. მათი ნაწილი „მჩატეები“ ანუ კეთილები არიან, ისინი შევლენ ადამიანში გაიქროლებენ და გავლიან. მეორენი „მძიმეები“ ანუ ბოროტები, შევლენ ადამიანში და იქ რჩებიან მანამ სანამ ბოლომდე არ გასტანჯავენ მას. ყველა ცდილობს სწორედ ამ ბოროტ ანგელოზებს ასიამოვნოს, რადაგანაც ისინი პატივმოყვარენი არიან და უყვართ მონური მორჩილება.
.
“როგორც კი რომელიმე ოჯახში გაჩნდება „ყვავილი“ (оспа) იმ სოფელში თავს არავინ მისცემს უფლებას გაისროლოს, რაგანაც ამით შეიძლება „ბატონები“ გაანაწყენოს. ყველა ლოცვით მიმართავს მათ და მოკრძალებით სთხოვენ დატოვონ ავადმყოფი და წავიდნენ.”
.
წელიწადში ერთხელ ყველიერის ორშაბათს გურიაში დრესასწაულობენ „ყვავილობას“, ამ დღეს აღნიშნავს ყველა ვისაც ჯერ კიდევ ყვავილის ავადმყოფობა არ გადაუტანია. ამ დღეს არ შეიძლება დაბანა და სავარხლის ხმარება, რადგანაც ბატონებს არ უყვართ დაბანილ დავარცხნილები და თუ კი ვინმე სავარცხალს იხმარს მას ბატონები იმდენ ყვავილს ამოუკაწრავს ტანზე რამდენიც სავარცხალს კბილი აქვს. ასევე არ კერავენ, არ კითხულობენ და არ წერენ, რადაგანაც ბატონებს არ უყვარს მკერავები და განათლებულები, რამდენ ნაკერსაც გააკეთებს ვინმე, ან რამდენ ასოს წაიკითხავს ან დაწერს ტანზე იმდენ ყვავილს ამოკაწრავს ბატონები. ამასთანავე ბატონებს არ უყვართ ჩივილი და ტირილი, ამიტომაც ყვავილით გარდაცვლილებს ქუთაისის გურბერნიის ძალიან ბევრ ადგილას დატირების გარეშე ასაფლავებენ.”
.
– ფრაგმენტი საგაზათო სტატიიდან (Кавказъ 1903 №53 – Гр. Чурсинъ „Батонеби“)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights