“შეერთების, შეჯვარების, შეთვისების მომხრე ვარ, ზოგადად, მაგრამ თსუ-სა და სტუ-ს შეერთების იდეამ ნამეტნავად შემაწუხა… ძველით ახალწლიდან დღემდე უკვე მეორედ მიხდება, ვოინოვიჩის რომანის მრავალი დამთხვეული პერსონაჟიდან, მორიგის გამოხმობა..ეს გახლავთ “სწავლული’ აგრონომი გლადიშევი, რომელიც არაერთი “ნოვატორული” იდეის
რეალიზაციაზეა გადართული მთელი გატაცებით…ერთ-ერთი მათგანია პომიდვრისა და ბადრიჯანის შეჯვარება და მზა აჯაფსანდალის მცენარის მიღება….
რეალიზაციაზეა გადართული მთელი გატაცებით…ერთ-ერთი მათგანია პომიდვრისა და ბადრიჯანის შეჯვარება და მზა აჯაფსანდალის მცენარის მიღება….ისე, ეგ შეერთება რომ ჩემი სტუდენტობის დროს მომხდარიყო ( ვის ჰქონდა მაგის მოფიქრების თავი), , ახლა უკვე თბილისის უნივერსიტეტების შეერთებული შტატების კურსდამთავრებული ინჟინერ-ფილოლოგი, ხოლო თუ სამედიცინოსაც მოგვიერთებდნენ, ექიმ-ფილოლოგ- ინჟინერი ვიქნებოდა და ქვეყანასაც უფრო გამოვადგებოდი”
წერს პუბლიცისტი, თამაზ ხარაიშვილი, სოციალურ ქსელში, განათლების სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) გაერთიანდება. ამის შესახებ ამ დღეებში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის განცხადებით, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება იქნება საწინდარი იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტების რექტორებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული.








